1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული რაზმი დაბრუნდა სკაუტთა ბანაკიდან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

skaut

მიმდინარე წლის 11 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) 24-მა აქტივისტმა, ჰოვანეს შაჰნაზარიანის ხელმძღვანელობით, ზაფხულის არდადეგები გაატარა სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის ლერმონტოვის ველზე მდებარე „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკში. სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში მოწყობილ ბანაკის ამ ეტაპში მონაწილეობას იღებდა ლიბანის, სირიის, დუბაის, თბილისის და ერევნის ჯგუფების წარმომდგენელი 135 სკაუტი. 13 ივლისს საბანაკ ცხოვრების გახსნა იყო. ბანაკის გახსნის ცერემონია აკურთხა გუგარქის ეპარქიის წინამძღვარმა არქიეპისკოპოსმა სეპუჰ ჩულჯიანმა.

მხიარული და საინტერესო იყო ბანაკის ყოველდღიური ცხოვრება: ის იწყებოდა დილის ვარჯიშით და დროშის ცერემონიით, შემდეგ საუზმე, კარვის და ტერიტორიის დასუფთავება, ლაშქრობები, ლექციები, თამაშები, საღამოს ვახშამი, სიმღერა და ცეკვა კოცონის გარშემო და ისევ დროშის ცერემონია. თბილისელმა სკაუტებმა აქტიურობის წყალობით დაიმსახურეს სსსკ-ის დირექციის მაღალი შეფასება. თბილისის რაზმის წლევანდელი სანიმუშო სკაუტები გახდნენ ანა ვარდანოვა და ემილ სარგსიანი.

2008 წელს შექმნილი „ანდრანიკ“ სკაუტური ბანაკი ყოველ წელს ფართოვდება, მოიცავს უფრო მეტ ქვეყანას. სკაუტური ბანაკები მშვენიერი შესაძლებლობაა სამშობლოში, ერთ ჭერქვეშ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სომეხ თანატოლებთან ურთიერთობისათვის. სკაუტებმა მოინახულეს ეჯმიაწინი, ჰაღპატი, გოშავანქი, სევანის მონასტერი, იყვნენ ერევანში, წიწერნაკაბერდში, ასევე სსსკ-ში, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში და ნორქის „ჰაიორდიაც სახლში“. ბანაკის მონაწილეები დაემშვიდობნენ ერთმანეთს მომავალი შეხვედრის მოლოდინით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)