1geo

fb you od

გამოფენა რუბრიკით - „ტრადიციული და თანამედროვე“, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ardiakan

27 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიხსნა სომხეთის რესპუბლიკის სახალხო ოსტატის კარინე სააკიანის პერსონალური გამოფენა რუბრიკით - „ტრადიციული და თანამედროვე“. საგამოფენო დარბაზში მოთავსებულია კარინე სააკიანი მდიდარი ფანტაზიით, ხელების სიმარჯვითა და ფსიქოლოგი გამჭრიახი მიდგომით შექმნილი მშვენიერი ნამუშევრები.

გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩ ოვანეს მანუკიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის შესასვლელთან ეგებებოდნენ თბილისური ტრადიციული კინტოები, მოწვევით - „ესტი ჰამეცექ“ („აქეთ მობრძანდით“).

თბილისი პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ორგანიზებულ ღონისძიების მიზანი იყო, ტრადიციულის თანამედროვესთან დაკავშირებით, ორი საუკუნოვანი მეგობარი ხალხების კულტურათა განვითარების წარმოჩენა.

 კარინე სააკიანი ინტერესთა სფეროს წარმოადგენს ხალხური ოსტატობა, კერძოდ თექისაგან მომზადებული ნივთები. ყველა გამომსვლელმა მაღალი შეფასება მისცა სომხურ და ქართულ კულტურათა განვითარების განვლილი გზისადმი მიძღვნილ ექსპონატებს, თეატრისა და ცენტრის ელეგანტურმა გოგონებმა წარმოადგინეს კარინე სააკიანის ოსტატობით თექისგან მომზადებული ხელნაკეთობები.

საქართველოში სრ სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩ ოვანეს მანუკიანი მიესალმა კარინე სააკიანის მორიგ პერსონალურ გამოფენას, მას სომეხი და ქართველი ხალხების კულტურათა დაახლოების საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადასცა სრ დიასპორის სამინისტროს სამადლობელო სიგელი. სომხურ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა კარინე სააკიანმა დამსწრეებს მადლობა გადაუხადა მისი ოსტატობის მაღალი შეფასებისათვის.

გამოფენის გახსნა დაამშვენეს სომხური და ქართული სიმღერებისა და ცეკვების ლამაზმა შესრულებებმა.

IMGP3104 IMGP3191 IMGP3234 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)