1geo

fb you od

აკურთხეს შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ (წმიდა ღვთისმშობლის) ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP8174 

21 დეკემბერს საქართველოს სოემხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის, მარნეულის რაიონისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ მოვსეს აშურიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით, აკურთხა მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია. კურთხევის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს სომეხ მხატვართა გაერთიანების თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანი, გარი დავთიანის სახელობის თოჯინების კულტურის სახლის დირექტორი ჟანა დავთიანი, ქველმოქმედი მიქაელ არაბაჯიანი, ბიზნესმენი რაფაელ აღაჯანიანი, დაბა შაუმიანის საკრებულოს წევრი ედუარდ გასპარიანი, ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორი არტიუშ ურუმიანი, სოფელ კარმირის სკოლის დირექტორი ჰმაიაკ საიადიანი და სხვები.

შაუმიანი საქართველოს მარნეულის რაიონში ქალაქის ტიპის სომხებით დასახლებული დაბაა. აქ მცხოვრებთა წინაპრები გადმოსახლებულნი არიან არცახიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან. სოფლის დაარსებისას, 1715-20 -იან წლებში, ხალხის სახსრებით აუშენებიათ „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია. 1848 წელს ეკლესია დაქვემდებარებია კაპიტალურ რემონტს.

ათწლეულების შემდეგ ეკლესია ისევ აღმოჩნდა სავალალო მდგომარეობაში. გაჩნდა ეკლესიის კაპიტალურად გარემონტების საჭიროება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინიციატივითა და ორგანიზებით დაიწყო და შესრულდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ეკლესიის კურთხევის შემდეგ შესრულდა წირვა-ლოცვა. წირვა-ლოცვას აღავლენდა მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი. წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა „სურბ გევორგ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ საგალობლების შესრულების თანხლებით.

წმიდა ლიტურგიის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას კურთხევის სიტყვით მიმართა ეპარქიის ლიდერმა, შაუმიანელებს მიულოცა ეკლესიის გახსნა, მადლიერების სიტყვით მიმართა ქველმოქმედ ჰრაჩ და ვიტალი მანასიანებს, მიქაელ არაბაჯიანს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების პასუხისმგებელს კარენ ერიციანს, მღვდელ ჰუსიკ ჰარუთიუნიანს, რომელთა ძალისხმევით მოხდა აღნიშნული ეკლესიის აღდგენა და ებოძა დაბის სომეხ მოსახლეობას.

დაბა შაუმიანში, სომეხი მოსახლეობის გარდა, ცხოვრობენ ასევე ქართველები, აზერბაიჯანლები, რუსები, ბერძნები. საკუთარი სალოცავის ქონა აქაური სომხების დიდი ხნის ოცნება იყო, რომელიც როგორც იქნა ახდა „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის გახსნით. შაუმიანელს ახლა საშუალება აქვს ლოცვა აღავლინოს, მოინათლოს, ჯვარი დაიწეროს, სომეხთა სომოციქულო წმიდა ეკლესიის წესებით იცხოვროს.

 

IMGP8175 IMGP8217 sait1

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)