1geo

fb you od

ჰაირტუნმა ადამიანის უფლებათა საერთაშრისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს სომხური სათვისტომო წარადგინა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

t 

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, ხოლო 1950 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ აღიარა.

ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, შვედეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის საელჩოების, ევროპის კავშირის წარმომადგენლობის და ევროპის საბჭოს ოფისის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებით 2013 წლის 10 დეკემბერს გაიმართა საზეიმო ღონისძიება.

საქართველოს სომხური სათვისტომო წარმოდგენილი იყო „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორის - ლევონ ჩიდილიანის, საქართველოში სომეხთა ეპარქიის იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებისა და რელიგიათაშორის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის - ლევონ ისახანიანის, საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელის - ვალერი ბადალიანის და სამხატვრო ხელმძღვანელის - პავლე ოგანეზოვის მიერ.

კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის „ჰაიარტუნ“ ახალგაზრდა მოხალისეების - სტელა მკრტჩიანის, მილენა სიმონიანის, ემილ სარქისიანის, ანა მისკარიანის, ლიზა თოროსიანის, სვეტა საგრადოვას, ანი ღუშჩიანის, მარიკა საგრადოვას, ანა სააკიანის, ვიქტორია სნხჩიანის და სერგო კამალოვის დახმარებით ორგანიზაციამ საკუთარი საქმიანობა და საქართველოს სომხური სათვისტომო წარადგინა.

ღონისძიება თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება და მის მიზანს საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა უკეთ წარმოჩენა წარმოადგენდა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისა და მულტიკულტურალიზმის მნიშვნელობაზე ჰაიარტუნმა კომენტარი სთხოვა ღონისძიების ორგანიზატორებს, რომლის შესახებ ვიდეო მასალა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.youtube.com/watch?v=zMM96hIsWWk&feature=c4-overview-vl&list=PLtXj4xXyjbFMGhkgoRHj2XY_4P-0t2vPj

ღონისძიბის შესახებ ფოტო მასალა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.472913312825486.1073742059.113192792130875&type=1

 

IMGP7783 IMGP7813 sait1

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)