1geo

fb you od

სრ დიასპორის სამინისტროს „არი ტუნ“ („სახლში მოდი“) პროგრამის მესამე ეტაპში მონაწილეობს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ჯგუფი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ari tun

9 ივლისს ერევნის ჰაკობ პარონიანის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის დარბაზში შედგა სრ დიასპორის სამინისტროს - დიასპორის ახალგაზრდების სომხეთში გაცნობითი ვიზიტებისარი ტუნ“ პროგრამის მესამე ეტაპის გახსნის საზეიმო ცერემონია.

ამ ეტაპში მონაწილეობს დაახლოებით 170 ჭაბუკი და ქალიშვილი რუსეთიდან, რუმინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, საქართველოდან, ისრაელსა და ბელორუსდან.

7 ივლისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდული ჯგუფი, სულ 23 ახალგაზრდა, ეპარქიის ტექნოლოგიური განყოფილების პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანის თანხლებით, შეუერთდა დიასპორის ახალგაზრდებს და ჩაერთო „არი ტუნ“ პროგრამაში.

მონაწილეებ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრ დიასპორის მინისტრმა ჰრანუშ ჰაკობიანმა და მადლიერება გამოუხატა მონაწილეთა მშობლებს, რომლებმაც მოისმინეს დიასპორის სამინისტროს მოწოდება და შვილები ნდობით გამოგზავნეს სამშობლოში. "ჩვენ უსასრულოდ მადლიერნი ვართ ჩვენი მასპინძელი ოჯახების, რომელთაც 10 დღის განმავლობაში მასპინძლობენ და ზრუნავენ უცხოეთის ქვეყნებიდან სამშობლოში ჩამოსულ ახალგაზრდებზე», - განაცხადა სრ დიასპორის მინისტრმა და დასძინა: "დიდი მადლობა განსაკუთრებით არარატის, არმავირის, კოტაიქის რეგიონულ ადმინისტრაციებს და ერევნის ადმინისტრაციულ რაიოანებს, რომლებიც სიამოვნებით უღებენ კარს მონაწილეებს“.

ქალბატონმა ჰრანუშ ჰაკობიანმა აღნიშნა ასევე, რომ მონაწილეთათვის ორგანიზებულია მშობლიური ენის კურსები. "მომავალ პარასკევშევხვდებით და ვნახავთ რომელმა თქვენთაგანმა რამდენად ისწავლა სომხური“.

ამის შემდეგ მონაწილეებს მიესალმა პარონიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ერვანდ ღაზანჩიანი.

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, გერმანიის წარმომადგენლები, ზოგიერთი მონაწილის - სამშობლოში მონათვლის სურვილმა, დადებითი პასუხი ჰპოვა. სრ დიასპორის მინისტრის ინიციატივით ყველა მსურველი მოინათლება ხორ ვირაპში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)