1geo

fb you od

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრ დავით დარჩიაშვილთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

935259 370628176387334 73961742 n

4 მაისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებულ კულტურის ცენტრ „ჰაიარტუნში“ შედგა შეხვედრა ბატონ დავით დარჩიაშვილთან. ბატონი დარჩიაშვილი საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - წევრია, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრია.

შეხვედრის გახსნისას, სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველმა და ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიანმა აუდიტორიას წარუდგინა სტუმარი და აცნობა, რომ შეხვედრის თემას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება წარმოადგენს, ხოლო შეხვედრა კი პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხების ფორმატში ჩატარდება.
ბატონმა დარჩიაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ეროვნული უმცირესობების მიმართ წარმოებული პოლიტიკის შესახებ. მან იმ კანონებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს შეეხო, რომლებიც პარლამენტის მიერ იქნა მიღებული ან რატიფიცირებული. სომეხი მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების, კერძოდ კი, - ქვეყნის ხელისუფლების მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების, სომხური ეკლესიების სომეხთა ეპარქიისათვის დაბრუნების, მშობლიურ ენაზე სკოლების არსებობის, ეროვნულ უმცირესობათა მიმართ წარმოებული საკადრო პოლიტიკისა და ქვეყნის მართვის საქმეში სომხური წარმომავლობის მოქალაქეების მონაწილეობის დაბალი დონის, - შესახებ საუბრისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა შეეცადა სრულყოფილი და ყოვლისმომცველი პასუხები გაეცა.
შეხვედრა-დისკუსიის დასასრულს მოდერატორმა ლევონ ისახანიანმა განაცხადა, რომ საქართველოში სომეხთა ეპარქია მსგავსი შეხვედრა-დისკუსიების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს. მათ მიზანს საქართველოს პოლიტიკოსებსა და სომხურ სათვისტომოს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნით მოწვეულნი იქნებიან ქვეყნის ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიებისა და მთავრობის წარმომადგენლები.