1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის საინფორმაციო დაფის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

904821 365214123595406 1827240174 o

21 აპრილს, საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ საქართველოში სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის eklesiis ეზოში შედგა „ჰაიარტუნ“ ცენტრის sainformacio დაფის პრეზენტაცია. საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძრვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა კურთხევისა და მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა რუსეთში მცხოვრები ბორის სააკოვისა და სხვა ქველმოქმედთა

შემოწირულობით აშენებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის როლი და მნიშვნელობა თბილისის სომხური სათვისტომოს ცხოვრებაში, რის შემდეგაც ვიზიტით თბილისში მყოფმა ქველმოქმედმა არტურ სააკოვმა საზეიმოდ გახსნა საინფორმაციო დაფა.

ახალგაზრდა ქველმოქმედმა დამსწრეებს მიულოცა sainformacio დაფის საზეიმო გახსნა, მan კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიმართ, „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაშლილ ეროვნული მოღვაწეობისათვის, რამაც სრულად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს.

ამის შემდეგ "ჰაიარტუნ“ ცენტრის „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა შეასრულეს სომხეთის რესპუბლიკის სახლმწიფო ჰიმნი.