გაზაფხულისადმი მიძღვნილი ზეიმი საქართველოში სომეხთა ეპარქიის ცენტრში "ჰაიარტუნ" |
![]() |
![]() |
![]() |
19 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მორიგი ღონისძიება - მიძღვნილი გაზაფხულისადმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული არამ გრიგორიანი, რუსეთში მცხოვრები ქველმოქმედი არტურ სააკოვი, ქალიშვილთან ერთად, ეკლესიის სულიერი მამები, თბილისის სომხური სკოლების პედაგოგები, მშობლები, სტუმრები. ღონისძიება გახსნა ცენტრის განათლების განყოფილების პასუხისმგებელმა წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის გამგემ ევგენია მარკოსიანმა, მან მიულოცა დამსწრეებს ჩვენი უფალის - იესო ქრისტეს წმინდა აღდგომა, მათ უსურვა გაზაფხულის მხიარული განწყობა, მადლიერების სიტყვით მიმართა ქველმოქმედებს ნელსონ პეტროსიანს და არამ სიმონიანს, ვისი წყალობითაც მოღვაწეობს ცენტრის საბავშვო ბაღი, ღონისძიების სპონსორს ასია უსოევას, ვისი წყალობითაც მოირთო და გალამაზდა დარბაზი. გამგემ მხარდაჭერისთვის მადლობა მოახსენა ყველა მშობელს. ლამაზად გამოწყობილმა პატარებმა, მათი ლექსებით, სიმღერით, ცეკვითა და ლამაზი მოძრაობებით აღფრთოვანეს დამსწრეები. |