1geo

fb you od

გაზაფხულისადმი მიძღვნილი ზეიმი საქართველოში სომეხთა ეპარქიის ცენტრში "ჰაიარტუნ" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

12002 364443503672468 1975743744 n

19 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მორიგი ღონისძიება - მიძღვნილი გაზაფხულისადმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული არამ გრიგორიანი, რუსეთში მცხოვრები ქველმოქმედი არტურ სააკოვი, ქალიშვილთან ერთად, ეკლესიის სულიერი მამები, თბილისის სომხური სკოლების პედაგოგები, მშობლები, სტუმრები.

ღონისძიება გახსნა ცენტრის განათლების განყოფილების პასუხისმგებელმა წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის გამგემ ევგენია მარკოსიანმა, მან მიულოცა დამსწრეებს ჩვენი უფალის - იესო ქრისტეს წმინდა აღდგომა, მათ უსურვა გაზაფხულის მხიარული განწყობა, მადლიერების სიტყვით მიმართა ქველმოქმედებს ნელსონ პეტროსიანს და არამ სიმონიანს, ვისი წყალობითაც მოღვაწეობს ცენტრის საბავშვო ბაღი, ღონისძიების სპონსორს ასია უსოევას, ვისი წყალობითაც მოირთო და გალამაზდა დარბაზი. გამგემ მხარდაჭერისთვის მადლობა მოახსენა ყველა მშობელს. ლამაზად გამოწყობილმა პატარებმა, მათი ლექსებით, სიმღერით, ცეკვითა და ლამაზი მოძრაობებით აღფრთოვანეს დამსწრეები.

არტურ სააკოვმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და ბავშვებს მიულოცა გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული, მან სიხარულით აღნიშნა, რომ პატარების გამოსვლები ცენტრის აღმზრდელობითი დიდი სამუშაოს დასტურია. სრ გენერალურმა კონსულმა ბათუმში ბატონმა არამ გრიგორიანმა მაღალი შეფასება მისცა იმ სამუშაოს, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგების ძალისხმევით ტარდება საგანმანათლებლო ცენტრში და თავისი წვლილი შეაქვს სომეხი ბავშვის აღზრდის ეროვნულ საქმეში.

ყველა გამომსვლელმა - „არევიკ“ ფონდის ხელმძღვანელმა ემა ახტიანმა, 103-ე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ჰასმიკ პაპიკიანმა, საკვირაო სკოლის სომხური ენის მასწავლებელმა როზა ზორაბიანმა აღნიშნეს, რომ თბილისში მცხოვრებ სომეხ ბავშვს აქვს საბავშვო ბაღი, სადაც საფუძველი ეყრება მის სომხური განათლების მიღებას.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის აღმზრდელების - ლალა გევორგიანის, ნარინე ღუშჩიანის, დიაკვან გევორგ ანტონიანის, ჰოვანეს შაჰნაზარიანის სამუშაოს, რომლებიც სასწავლო ნაწილის პასუხისმგებლის ევგენა მარკოსიანის ხელმძღვანელობით სომეხ ბავშვებს ასწავლიან არა მხოლოდ სომხურ ანბანს, სიმღერასა და ცეკვას, არამედ მათ უვითარებენ ქცევის ნორმებსა და მათ კარგ ადამიანებად ზრდas.

კარგი გემოვნებით ორგანიზებულმა გაზაფხულის ამ ლამაზმა ზეიმმა გაზაფხულის სუნთქვა და განწყობა აჩუქა ყველა დამსწრეს.