1geo

fb you od

ბზობის დრესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

886667 351351074981711 148892378 o

წმინდა აღდგომის წინა კვირდღეს სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია აღნიშნავს ბზობის დღესასწაულს.
ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას. უწმინდესმა და უნეტარესმა, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ბზობა გამოაცხადა ბავშვების კურთხევის დღედ. მაცხოვრის იერუსალიმში შესვლა ხალხმა მიიღო დიდი აღფრთოვანებით, „...

მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“.

24
მარტს, ბზობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა ასევე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში.

ბზობის დღესასწაულზე, დილის ღვთისმსახურების შემდეგ, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ვაზგენ მირზახანიანმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. წინამძღვარმა ასევე აკურთხა ბავშვები.

დღესასწაულის საიდუმლოს შესახებ იქადაგა ეპისკოპოსმა ვაზგენმა და აკურთხა ტირიფის მწვანე ტოტები.
საღამოს ღვთისმსახურების დროს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა შეასრულა კარის გაღების წესი, რომლის საიდუმლი შემდეგში მდგომარეობს: ცასა და ხალხს შორის დახურულია სამოთხის კარი და გალობით უფალს ვევედრებით, რომ ჩვენს წინაშე გაიხსნას უფლის სამოთხის კარი. მორწმუნენი წმინდა სულით ნანუგეშები მოემზადნენ ვნების კვირის დასახვედრად.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში, რომლებიც უწინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის განკარგულებით გადავიდნენ საეკლესიო დღესასწაულთა ახალ კალენდარზე, 24 მარტს დიდი ზეიმით აღინიშნა ბზობის დღესასწაული.