1geo

fb you od

შეხვედრა სომხურ-ქართული კინოფილმის შემოქმედებით ჯგუფთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

554681 265312183585601 1621179367 n

სომხურ-ქართული ერთობლივი ფილმი, რომლის სომხურ ვერსიას ეწოდება "საიუბილეო კლიენტი",  ქართულს კი - "100 000 წამი", 6 სექტემბრიდან ნაჩვენები იქნება თბილისის კინოთეატრებში. წინა დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დედაქალაქის   ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის ხელშეწყობით საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის

ვერნატუნკულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ფილმის   შემოქმედებითი ჯგუფის შეხვედრა თბილისის სომეხ საზოგადოებრიობასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ხვიჩა სანაია, მწერალ-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი,   საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ "ვრასტანისრედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე  ჰენრიხ მურადიანი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, საქართველოს სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

დამსწრენი თბილი ტაშით შეეგებნენ ფილმის რეჟისორს არა ერჯანკიანს, მთავარი როლების შემსრულებლებს ლუიზა ნერსისიანსა და დავით ქაცარავას.

სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისჰაიარტუნ"კულტურის ცენტრი აპარატის ხელმძღვანელი და კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი და მათ წარუდგინა ცენტრის მოღვაწეობის მიზანი და სფეროები.

დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა საქართველოს განვითარებისა და პროგრესის საქმეში სომეხი მოქალაქეების შეტანილი წვლილის შესახებ, მან ხაზი გაუსვა იმ როლსა და მნიშვნელობას, რომელსაც ასრულებს კულტურა ორი მეზობელი ხალხების მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხში. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა დედაქალაქის სომეხი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ უბანს - ავლაბარს, სადაც სომხური ეკლესიის კულტურის ცენტრისა და პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრის მოღვაწეობით ხორციელდება სომხურ-ქართული ერთობლივი კულტურული პროგრამები.

ერევნიდან ჩამოსული სტუმრები, ფილმის გმირები დიდი სითბოთი ყვებოდნენ ფილმის გადაღების სამოშაოების, რეჟისორის ოსტატობისა და მსახიობების განუმეორებელი თამაშის შესახებ.

ყველა გამომსვლელმა ხაზგასმით აღნიშნა ფილმების საშუალებით სომხურ-ქართული კეთილმეზობლური ურთიერთობების ფართო საზოგადოებრიობისათვის წარდგენის აუცილებლობა, ასეთი პროექტების გაგრძელების საჭიროება.

ფილმის შემოქმედებითმა კოლექტივმა და შეხვედრის სტუმრებმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.