სიახლეები
|
2018 წლის 25 დეკემბერს, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენების დღე აღნიშნა, რომელიც ასევე ეკლესიაში მსახურ დიაკვანთა დღესასწაულია. ამასთან დაკავშირებით ერევნის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ დედა ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მწირველი, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის უფროსი მნათე, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ჰოვნან ჰაკობიანი გახლდათ. საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მოხდა ასევე დიაკვანთა ხელდასხმა. ამ წელს წმ. სტეფანეს დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ მეორის კურთხევით, მეუფე ჰოვნანის მიერ დიაკვნებად იქნა ხელდასხმულნი გევორგიან სასულიერო სემინარიისა და მღვდელთა მომზადების განყოფილების 35 სტუდენტი, მათ შორის სამი სტუდენტი საქართველოდან- ალბერტ არშაკიანი, გიორგი აბრამიანი და გივი ავეტისიანი. ცერემონიის მიმდინარეობისას, ხელდასხმის წმინდა საიდუმლოს დასასრულს, მეუფემ წმინდა სტეფანეს პიროვნება და წამება მიმოიხილა, შემდეგ დიაკვანთა არსზე ისაუბრა. მეუფემ დიაკვანთა ხელდასხმა მიულოცა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მთელ კონგრეგაციას, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის თაოსნობით, ისევე როგორც გევორგიან სასულიერო სემინარიის ინსპექციას, ახლადხელდასხმული დიაკვნების მშობლებსა და ახლობლებს. ახლადხელდასხმულ დიაკვნებს მიულოცა და ისინი დალოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღავარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს საეკლესიო დასს და დამსწრე ღვთისმოსავ მორწმუნეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მთხვეოდნენ დღესასწაულთან დაკავშირებით დედა ტაძრის მუზეუმიდან ერევანის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ტაძარში მიბრძანებულ წმ. სტეფანეს წმინდა მარჯვენას და მისგან მიეღოთ კურთხევა.
|