1geo

fb you od

ღაფამის დღესასწაული თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 23 დეკემბერს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მფარველობითა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა სომხური ეროვნული კერძის- ღაფამის დღესასწაული.  48396716
გვერდიგვერდ ჩამწკრივებული მაგიდები გაწყობილი იყო სამეფო გოგრებისგან მომზადებული ღაფამით, ასევე ჩაშუშული და შემწვარი გოგრებით, განსხვავებული კერძებით, ცხელი ჩაით, მურაბით, ჯემითა და სომხური ჰალვით. ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სათემო 48408568ორგანიზაციების წევრები და მორწმუნეები.
დამსწრეებს სომეხ ქალთა "შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარე, სუსანა ხაჩატრიანი მიესალმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გემრიელი და სურნელოვანი კერძი, სამეფო ღაფამა, საუკუნეების მანძილზე სომხების მიერ შობისა და ახალი წლისა დღესასწაულებზე მზადდებოდა და მხიარულ სუფრებს ამშვენებდა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ 48409330მირზახანიანმა, დააფასა საეკლესიო დღესასწაულების ეროვნულ სამზარეულოსთან დაკავშირების თბილისის სომხურ სათვისტომოში დამკვიდრებული ტრადიცია, ხაზი გაუსვა ლოცვის, მშობლიური ენის, ცეკვისა და სიმღერის, ასევე საკვების მეშვეობით სომხური სულისკვეთების შენარჩუნებისა და გავრცელების საჭიროებას.
წინამძღვრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წელს ეკლესიისა და მისი სტრუქტურებისათვის გაწეული მხარდაჭერისათვის, 48893338თბილისში მცხოვრები ალექსანდრე და აიდა უთმაზიანების ოჯახი წლის ოჯახად დასახელდა და ეპარქიის წინამძღვრის მიერ კურთხევის წერილი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
ამის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა გოგრის სხვადასხვა სახეობით გაწყობილი სუფრები აკურთხა.
„ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტების სიმღერებისა და მხიარული მუსიკის თანხლებით გაიმართა გამასპინძლება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ -ს სახელობის ცენტრში, გამარჯვებულები გახდნენ მარინა სარქისიანი და ვერა ბჟალალა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)