სიახლეები
|
2018 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივითა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, ჰაიარტუნ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური თამაში-კონკურსი ახალგაზრდებში. თამაშში მონაწილეობდნენ ქალაქის ნომერ 98-ე, 103-ე და 104-ე საჯარო სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეები და მოხალისეები. კონკურსი 6 მოსწავლისაგან შემდგარ 7 ჯგუფს შორის ჩატარდა. თამაშის ორგანიზატორი და წამყვანი ნინა სეროპოვა გუნდებს სხვადასხვა კითხვებს უსვამდა, მულტფილმებზე, სომხეთსა და საქართველოს, ზოგად ისტორიასა და სხვადასხვა აღმოჩენებზე. კონკურსის გამარჯვებული გახდა, ნომერ 98-ე სკოლის, ამავე სახელწოდების გუნდი სერგო შაინოვის ხელმძღვანელობით. ინტელექტუალურ თამაშს ექნება უწყვეტი ხასიათი და კითხვათა სფეროც გაფართოვდება. იგეგმება კონკურსის ეტაპებად ჩატარება.
|