1geo

fb you od

ახალი დანიშვნები საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Temუწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის განკარგულებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მსახურებისათვის განწესებული მღვდელი ნარეკ ტიგრანიანი ეპარქიის IMG-824f2e09წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ბრძანებით დაინიშნა, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვრად და ასევე კორხის სამწყემსოს მოძღვრადაც, რომელსაც იგი პერიოდულად ეწვევა.
ახალქალაქის ყოფილი სულიერი მოძღვარი, მღვდელი ტათევ მარუქიანი თავისი განცხადების საფუძველზე, ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე, ეპარქიის წინამძღვრის განკარგულებით დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის თანაშემწე  მოძღვრად და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერ ინსპექტორად.
ბოლნისისა და თეთრიწყაროს სულიერი მოძღვარი, მღვდელი ჰუსიკ ჰარუთუნიანი შეთავსებადობის პრინციპით ეკლესიათაშორის, თემთაშორის და სოციალურ  საკითხებში წინამძღვრის დამხმარედ დაინიშნა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)