2018 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში სულიერ მსახურთა და თანამშრომელთა ერთობლივი კრება ჩატარდა. დღის წესრიგში შედიოდა 4 ძირითადი საკითხი: ა/ მღვდელი ტათევ მარუქიანის მსახურებისათვის თბილისში გადმოსვლისა და ახლადდანიშნული მღვდელი ნარეკ ტიგრანიანის ახალქალაქში მსახურების საკითხი; ბ/ ვიკარიატის თემების სამწყემსოებად გარდაქმნის პროექტის განხილვა; გ/ სამრევლო სათემო კანონმდებლობის გამოყენება; დ/ 2019 წლიდან სამწყემსოების დამოუკიდებლობის და თვითდაფინანსების საკითხები. კრების მონაწილეების კურთხევისა და დაფასების შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, თავისი შვილობრივი მადლიერება გამოუთქვა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს, რადგან მღვდელი ნარეკი ეპარქიაში განაწესა მსახურებისათვის. მეუფემ მიულოცა ახლადკურთხეულ მღვდელს და კეთილი და ნაყოფიერი მისია უსურვა. წინამძღვარმა ასევე დამსწრეებს განუმარტა, რომ მღვდელი ტათევი ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე მსახურებისათვის თბილისში გადადის და ინიშნება „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მსახურის თანაშემწედ და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერ ინსპექტორად. ღირს მამას ახალქალაქში და მიმდებარე თემებში შეცვლის ახლადკურთხეული მღვდელი ნარეკ ტიგრანიანი. მეორე- ბ საკითხთან დაკავშირებით ფართო და დეტალური განხილვები გაიმართა. განხილული იქნა თემების სამწყემსოებად გარდაქმნის საკითხი და გადაწყდა, ახალქალაქის რაიონის თემები გაიყოს 5 სამწყემსოდ, ნინოწმინდის რაიონი- 3, წალკის რაიონი- 1, დამალის რაიონი- 1, ბორჯომის რეგიონი- 1, ახალციხის რაიონი- 2. ასევე გადაწყდა, ახალციხის სასულიერო ინსპექციში შევიდეს როგორც ახალციხის და წუღრუთის, ბორჯომის, ასევე დამალის სამწყემსოებიც. გ პუნქტთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, წესდების სრული გამოყენება დაიწყოს მაისის თვიდან, ხოლო მანამდე ხალხში ახსნა- განმარტებითი სამუშაოები შესრულდეს. დ პუნქტთან დაკავშირებით გადაწყდა, ა.წ. 25 დეკემბრიდან, ვიკარიატის ყველა სამწყემსოში განხორციელდეს სარიტუალო დანიშნულების ინვენტარისა და საგანძურის დაანგარიშება და სამწყემსოებს ჩაებაროს, რომლებიც 2019 წლის იანვრიდან დაწყებული თვითდაფინანსებაზე გადავლენ. კრებაში მონაწილე სამწყემსოების სამომავლო ბუღალტრებს წინამძღვრისა და ბუღალტრის რუზანა ერემიანის მიერ მიეცათ შესაბამისი მითითებები და შეთავაზებული იქნა წლის ბოლომდე ეწვიონ ვიკარიატს და ბუღალტრისგან ისწავლონ და მიიღონ ბუღალტრისათვის საჭირო ცოდნა. გადაწყდა გაგრძელდეს სულიერ მსახურთა და თანამშრომელთა ხელფასების გადახდა, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრებიდან მოხმარდეს სამწყემსოების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ხოლო ადგილობრივ დონეზე თანამშრომელთა ხელფასების გადახდა და სხვა ფუნქციები დატოვებული იქნა სულიერ ინსპექტორებზე. კრების დასასრულს მღვდელმა ტათევ მარუქიანმა, თავისი ძმური სიყვარული გამოუხატა ვიკარიატის სულიერ მოძღვრებსა და დიაკვნებს, წლების მანძილზე ერთად მსახურებისათვის, ასევე შვილობრივი მადლიერება გამოუხატა ეპარქიის წინამძღვარს, მისადმი და მისი მსახურებისადმი გამოვლენილი მამობრივი დამოკიდებულებისთვის. მღვდელმა ნარეკმა მადლობა გადაუხადა ყველას მილოცვისა და ნდობისათვის, განაცხადა, რომ თავისი ნაყოფიერი მსახურებით დააკმაყოფილებს მორწმუნეთა მოლოდინებს. კრების დასასრულს წინამძღვარმა კრების მონაწილეებს ვიკარიატის კულტურის განყოფილების ახლადდანიშნული პასუხისმგებელი შუშანიკ ვანციანი წარუდგინა, და სულიერ მოძღვრებს მოუწოდა, ახალქალაქის საეპისკოპოსოსთან თანამშრომლობით ვიკარიატში გააქტიურონ კულტურული ცხოვრება. მღვდელმსახურთა და თანამშრომელთა საერთო კრება „დამცავი“ ლოცვით დასრულდა.
|