2018 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის (ხელმძღვანელი: სონა ჰოვანისიანი) „სურბ გრიგორ ლისავორიჩ“ საბავშვო ბაღის უფროს ჯგუფში საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე მათემატიკისადმი, უფრო სწორად, დაწყებითი არითმეტიკისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი ჩატარდა, სახელწოდებით: „მოგზაურობა მათემატიკური კუნძულებისაკენ“. მასწავლებელთა და მშობელთა ძალისხმევით გაკვეთილი თემის შესაბამისად იყო მოწყობილი- აღსაზრდელთა ლამაზი სამოსი, ფერადი რიცხვები და გამოსახულებები. ლამაზ საკლასო ოთახს ეხამებოდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჭკვიანური და დაფიქრებული პასუხები. შედეგად გაკვეთილი საინტერესოდ და შინაარსობრივად წარიმართა, ხოლო დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. გაკვეთილის პროცესში მოსწავლეებმა ნავით იმოგზაურეს განსაცდელებით სავსე ხუთ მათემატიკურ კუნძულზე, ოთხ ენაზე (სომხურად, ქართულად, რუსულად და ინგლისურად) ამოხსნეს მათთვის წარმოდგენილი დავალებები, გამოითვალეს, დაასახელეს გეომეტრიული ფიგურები, შეასრულეს მიმატების, გამოკლებისა და შედარების მოქმედებები, განასხვავეს და დააჯგუფეს საგნები, წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა მანძილსა და დროში ორიენტაციის შესახებ, მონდომებით უპასუხეს მასწავლებლების მიერ დასმულ ლოგიკურ კითხვებს. გაკვეთილი ასევე გაჯერებული იყო ლამაზი მუსიკითა და ცეკვებით, რომელმაც იგი კიდევ უფრო ცოცხალი და მოძრავი გახადა. ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები, რომლებიც კმაყოფილები იყვნენ თავიანთი შვილების სწორი პასუხებით, აღფრთოვანებასა და სიამაყეს გრძნობდნენ იმის გამო, თუ რამდენ რამეს სწავლობენ მათი შვილები დედაენაზე ამ საბავშვო ბაღში.
|