1geo

fb you od

„ჰაიარტუნმა“ მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმის საზეიმო გახსნა გაიმართა. სიმპოზიუმს ორწლიანი შუალედით მრვალხმიანობის  კვლევის საერთაშორისო ცენტრი აწყობს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. 20181030 201348
სიმპოზიუმის საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი „თბილისური ეთნოგრაფიული საღამო“-ს სახელწოდებას ატარებდა და მის მიზანს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისა და სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის სხვადასხვა  ხალხის კულტურის ცეკვით, სიმღერით,  მუსიკალური ინსტრუმენტებით წარმოჩენა წარმოადგენდა, რომელიც თბილისური იშვიათი  მრავალფეროვანი კოლორიტია.  
20181030 202203ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი  (ხელმძღვანელი- ევგენია მარკოსიანი). სხვადასხვა ერის კულტურის წარმომჩენ საკონცერტო პროგრამაში, თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურის ნიმუშებს შორის შედიოდა ასევე ნიმუშები სომხური უძველესი კულტურიდანაც. ეს იყო ქორეოგრაფ სურენ აბრამიანის ხელმძღვანელობით „ტარონ“ ცეკვის ანსამბლის მიერ შესრულებული ეთნოგრაფიული ცეკვები, და ივანე მკრტჩიანისა და რობერტ კაშავანიძის ხელმძღვანელობით დუდუკის ჯგუფისა და დოლის აკომპანიმენტით შესრულებული გუსან შაჰენის სიმღერები. სომხური ცეკვა და მუსიკა მაყურებლის მხრიდან მხურვალე ოვაციებით იქნა მიღებული.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)