2018 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში საქართველოს სომეხი მწერლის, მთარგმნელის, რამდენიმე კრებულის ავტორის, ცხონებული მიქაელ ახტიანის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „სომხური სამეცნიერო–კვლევითი ცენტრები საქართველოში“ მიერ, თავმჯდომარე- ემა ახტიანი. დარბაზში წარმოდგენილი იყო მიქაელ ახტიანის გამოცემული კრებულები. დარბაზში ადგილები დაეკავებინათ პოეტის მეგობრებს, მისი პოეტური ხელოვნების დამფასებლებს, თბილისელი ინტელიგენციის წევრებს. -სომეხთა ეკლესიის მფარველობით მოქმედმა „ოვანეს თუმანიანის სახლმა“ ასწლიანი ხანდაზმულობის თავისი მოძღვრებით, კიდევ ერთხელ გაუღო კარი და უმასპინძლა ხელოვნებისა და ლიტერატურის შვილობილ ინტელიგენციას, ამჯერად მიქაელ ახტიანის ხსოვნას, ვისი მე-80 წლისთავიც, სამწუხაროდ მის გარეშე აღინიშნება,- ღონისძიების გახსნით, თავის სიტყვაში აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა. მომხსენებელმა ემა ახტიანმა პოეტის განვლილი გზა წარმოადგინა- „ვრასტან“ გაზეთში დაბეჭდილი პირველი ლექსებიდან სიკვდილის შემდეგ გამოცემულ კრებულამდე. ჩვენი ბევრი დიდებულის მსგავსად მიქაელ ახტიანიც სოფლიდან ქალაქში ჩამოვიდა, თან წამოიღო, სოფლის სისუფთავე და სიწმინდე ამავდროულად განაგრძო მშობლიური სოფლის შვილად დარჩენა, შეფიქრიანებული მშობლიური ბუნების ხით და ყვავილებით, სამშობლოთი და მშობლიური ხალხით- აი მახასიათებლები, რომლითაც პოეტი მიქაელ ახტიანი დარჩა მკითხველის მეხსიერებაში და გააგრძელებს მასში ცხოვრებას. თავიანთ გამოსვლებში მიქაელ ახტიანის შემოქმედებითი გზის, მისი პიროვნების, კარგი მეგობრის, თავდადებული ნათესავისა და მშობლის მახასიათებლებზე ისაუბრეს პოეტმა და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა, პროზაიკოსმა რაფაელ ჰრაჩიანმა, ცნობილმა მსახიობმა რობერტ ჰოვჰანისიანმა და სხვებმა. პოეტმა ლუსინე ვანოიანმა, მიხაილ ანანოვმა, მისმა ქალიშვილმა მარიანამ მხატვრულად წაიკითხეს ნიმუშები ახტიანის ლექსებიდან, რომელიც გახდა მისი კალმის პროდუქტიულობის, ცეცხლოვანი, ასევე ლირიკული, პატრიოტი, კაცთმოყვარე სულის, ბუნების სილამაზის, სამშობლოსადმი ულევი სიყვარულის, სამართლიანობის გამარჯვების დიდების მოწმე. მიქაელ ახტიანი ასევე ხალხთა მეგობრობის დიდი აპოლოგეტი იყო. მისი ავტორობით მკითხველის მაგიდაზე დაიდო ქართველი პოეტების სომხური თარგმანები. გოჰარ მაზმანიანმა მ. ახტიანზე სომეხი და ქართველი პოეტებისა და მწერლების მოგონებები წაიკითხა. ღონისძიება შეაჯამა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა გადასცა ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. უკანასკნელმა საღამოს განზოგადებით, აღნიშნა, რომ თუმანიანის სახლი მისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით, ღია კარით, ნამდვილად სომეხთა ის კერა ხდება, სადაც სულიერი ცხოვრება გრძელდება. ახტიანის ოჯახის სახელით მადლობის სიტყვა წარმოთქვა პოეტის შვილმა, ბეგლარ ახტიანმა.
|