1geo

fb you od

მომლოცველობა ჯავახეთის სამლოცველოებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 13 ოქტომბერს, წმინდა მთარგმნელ ვარდაპეტთა ხსენების დღეს, საქართველოს სომეხ 2ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, თბილისელ სომეხ მორწმუნეთა  ჯგუფი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევით სამლოცველოდ ჯავახეთის სომხურ სამლოცველოებსა და კულტურული ცენტრებში გაემგზავრა.
3მომლოცველები ნინოწმინდის „სურბ სარგის“ეკლესიაში ადგილობრივი და მიმდებარე  სოფლების სომეხთა სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა მიიღო. მომლოცველებმა მოისმინეს მღვდლის მონათხრობი ეკლესიაზე, საკუთარი სურვილების 4ასრულების დიდი სურვილით ილოცეს და სანთლები დაანთეს. შემდეგ „რაფაელ ჯავახ“ ცენტრს ეწვივნენ, ხელმძღვანელ ჟორა სნხჩიანის თანხლებით შემოიარეს და გაეცნენ ცენტრის ფუნქციონირების მიზანს და მიმართულებებს.
5მომლოცველები ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაშიც იმყოფებოდნენ, გაოცდნენ ეკლესიის სიდიდით, მისი კეთილმოწყობილი იერსახითა  და ტერიტორიით. 6მომლოცველებს ღირსი მღვდელი ეღიშე ჰარუთუნიანი, ღირსი  მღვდელი ტიგრან მხითარიანი, მდივანი  არტიომ გალოიანი დახვდნენ. ერთობლივი ლოცვისა და გულახდილი საუბრის შემდეგ, მომლოცველებმა მღვდელი ტიგრანის წინამძღოლობით თვიანთი მომლოცველობის გზა კარწახის „სურბ ჰოვჰანნეს-კარაპეტ“ ეკლესიისაკენ განაგრძეს.
აღფრთოვანდნენ ადგილზე არსებული ქვით ნაგები ეკლესიის სიმტკიცით, სინანულით ინფორმირდნენ, რომ სახურავს კაპიტალური აღდგენა ესაჭიროება. მომლოცველები ასევე სოფელში დაბადებულ ჯივანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, მოისმინეს მუზეუმის თანამშრომლების მონათხრობი სახელგანთქმული სომეხი აშუღის ცხოვრებასა და ნაწარმოებებზე.  
შემდეგი კუმურდოს მკურნალი სიწმინდის სამლოცველო იყო, სადაც მორწმუნეებს ლოცვის და იქ არსებულ მკურნალ სიწმინდესთან ზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
თბილისელი სომეხი მორწმუნეები სახლში დაბრუნების გზაზე განძის „სურბ კარაპეტ“ ეკლესიაში შეჩერდნენ. ადგილობრივმა სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა 7გევორგ ასატრიანმა მათ ეკლესიაზე უამბო. მორწმუნეებმა საღამოს8 ღვთისმსახურებაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ასევე ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. მოინახულეს ის ნაგებობა, შემონახული ნივთები და საგნები, რომელთა გარემოცვაშიც ცხოვრობდა და იზრდებოდა სახელგანთქმული სომეხი  ლირიკოსი.
სამლოცველოებში ლოცვისა და კულტურული ცენტრების გაცნობის შემდეგ, სულიერი საკვებით, აღტაცების და სიამაყის დიდი გრძნობით თბილისელი სომეხი მორწმუნეები თბილისში დაბრუნდნენ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)