2018 წლის 9 ოქტომბერს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის 18 მორწმუნე სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, აჭარის, გურიის, იმერეთის სომხებისა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ღირსი მღვდლის არარატ გუმბალიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ დასავლეთ სომხეთის ისტორიულ წმინდა ადგილებში. ბათუმელი სომეხი მომლოცველთა გზა დაიწყო ახალციხედან, საიდანაც გაემგზავრნენ კარსში. მოინახულეს კარსის „არაქელოც“ („მოციქულთა“) ეკლესია, რომელიც აშენებულია სომეხ აბას ბაგრატუნი მეფის დროს 928-953 წლებში. ეს ეკლესია დღეს მეჩეთად არის გადაქცეული, სადაც სომეხი ქრისტიანი უნდა შევიდეს ისლამური რელიგიის წესებით. მორწმუნეების მტკივნეული განწყობა შეიცვალა, როდესაც ნახეს კარსის ციხე-სიმაგრე რომელიც მოწმე გახდა სომეხი დიდი პოეტის ეღიშე ჩარენცის მშობლიური სახლის ნანგრევების მეზობლად შავი ქვებით აშენებულ სხვა რწმენისა და სხვა ეროვნების მოსახლეობის ორსართულიანი სახლებისა. ბათუმელი სომეხები იყვნენ, აგრეთვე, სარიღამიშში, მოინახულეს სომეხი ერის ისტორიული დედაქალაქ ანის ნანგრევები. რამდენად შთამბეჭდავი, იმდენად ემოციური ვიზიტი ჰქონდათ ბათუმელ სომხებს ისტორიულ სამშობლოში. მომლოცველები იმყოფებოდნენ, აგრეთვე, დასავლეთ სომხეთის სომხებით დასახლებულ ეზრუმსა და ტარონის მუშ ქალაქებში. მოინახულეს „სურბ მარინე“ ეკლესია, რომელიც დღეს ნახევრად დანგრეულია, შემდგომ სომხური სასაფლაო, სადაც არის დაკრძალული გევორგ ჩაუში. ავიდნენ სულუხის ხიდზე, სადაც უთანასწორო ბრძოლაში გარდაიცვალა გევორგ ჩაუში. მორიგი წმინდა ადგილი იყო ვანის ტბა, ახთამარის კუნძული, „სურბ ხაჩ“ ტაძარი, სადაც, სამწუხაროდ,მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით ზოგჯერ ტარდება საღმრთო ლიტურგია მსოფლიოში ქრისტიანული რელიგიის პირველნი აღიარებული ერის მშობლიურ ენაზე. ვარაგა ტაძარში ბათუმელი სომხების თანდასწრებით მეუფე არარატ გუმბალიანმა წირვა-ლოცვა აღავლინა, სომხურ უძველეს ეკლესიიდან ისმოდა სულიერი მუსიკის ხმა. ღრმა მწუხარებით, ცრემლებით სავსე თვალებით მომლოცველებმა ნახეს სომხეთის პირველი დედაქალაქ ვანისა და უძველესი ბაიაზეტის ციხე-სიმაგრეები. ემოციური იყო, აგრეთვე, ბერკრის ჩანჩქერის სილამაზე და მჰერის კარის სიძლიერე. სადაც მიდიოდენენ ბათუმელი სომხები გულში „მამაო ჩვენოს“ ამბობდნენ და ლოცულობდნენ დაღუპული გმირების, დაკარგული სამშობლოს ტკივილითა და იმედით, რომ ერთ დღეს საბოლოოდ ისევ დაბრუნდებიან, 12 ოქტომბერს ბათუმელი სომხები დაემშვიდობეს ისტორიულ სამშობლოს წმინდა ადგილებს.
|