სიახლეები
|
უკვე რამდენი დღეა ხალხის ნაკადი არ წყდება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან, სადაც გახსნილია სომეხი ხალხის უდიდესი შვილის, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი შანსონიე შარლ აზნავურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხსოვნის წიგნი. 2018 წლის 5 ოქტომბერს, სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდთა საკითხების განყოფილების (ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი) და „ჰაიარტუნ“ ცენტრის (ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი) ინიციატივით მასწავლებლები, სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელები, სტუდენტები, მოსწავლეები, აზნავურის სიმღერის თაყვანისმცემელი შეკრებილიყო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან. ერის უდიდესი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრები მიიღო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა, რომლის შემდეგ შარლ აზნავურის სურათის წინ ღირსი მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა ხსოვნისადმი მიძღვილი პანაშვიდი აღევლინა. შეკრებილმა თბილისელმა სომხებმა სანთლები აანთეს და ყვავილებით შეამკეს უდიდესი სომეხის სურათის წინ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს.
|