1geo

fb you od

ცვლილებები საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Temსაქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით, 2018 წლის სექტემბრიდან ეპარქიაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:
ა. ღირსი მღვდელი ვირაპ ღაზარიანი განთავისუფლდა თბილისის ,,სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მსახურებისგან და ქვემო-ქართლის რეგიონის მარნეულის მუნიციპალიტეტის სომხური თემების სულიერ მოძღვრად გამწესდა.
ბ. ღირსი მღვდელი სამველ თოროსიანი განთავისუფლდა, თბილისის ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვრის მსახურებისგან და ,,სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ მოძღვრად გამწესდა.
გ. ღირსი მღვდელი მანუკ ზეინალიანი განთავისუფლდა, თბილისის ,,სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მნათის  მსახურებისგან და თბილისის ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერ მოძღვრად გამწესდა.
დ. დიაკვანი იოსებ ჩირახოვი განთავისუფლდა, ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის  უფროსი კანდელაკის მოვალეობებისგან და ავლაბრის ,,სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის  უფროს კანდელაკად გამწესდა.
ე. დიაკვანი ოთარი გიგაური განთავისუფლდა, ,,სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის უფროსი კანდელაკის მოვალეობებისგან და ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის უფროს კანდელაკად გამწესდა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)