1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე თბილისში კათოლიკოს ვაზგენ I-ის სახელობის ცენტრის გახსნით აღინიშნა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1სომხურმა თემმა სათანადოდ აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე. სადღესასწაულო ღონისძიებათა ციკლი მრავლისმომცველი და შინაარსიანი იყო, რომლის ორგანიზატორი იყო  საქართველოს სომეხთა ეპარქია, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო და სათემო ორგანიზაციები.
2018 წლის 21 სექტემბერს, ღონისძიებათა ციკლი საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალით დაიწყო. თბილისის ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საზეიმო ცერემონიალს ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თავმჯდომარეობდა. 20180921 142858 019ცერემონიალზე ლოცვა აღევლინა სომხეთის რესპუბლიკის შეურყევლობის,სახელმწიფოებრივი  სიძლიერისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.
საეკლესიო ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს წარმომადგენლები,  სომეხი საზოგადოების წევრები.
ცერემონიალის დასასრულს, ხალხს თავისი კურთხევა უბოძა ეპარქიის წინამძღვარმა. სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 27-ე 20180921 142858 01954წლისთავის მილოცვისას, მეუფე ვაზგენმა აღნიშნა, რომ  სირთულეებით აღსავსე დამოუკიდებლობის წლებმა დაადასტურა, რომ ერის ბედს თავად ხალხი წყვეტს, მისი  ძალისხმევა თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობის სურვილი შეუცვლელია, ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ერთობლივი საქმიანობის,  ასევე სომხეთის კეთილდღეობის   გარანტია.
დღესასწაული ასევე ,,სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეპარქიის ახალგაზრდული და სათემო ცენტრის საზეიმო    
გახსნით აღინიშნა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ინიციატივითა და ფონდ IDeA-ს მხარდაჭერით 20180921გახსნილი რიგით მე-8 ცენტრის საქმიანობის მიზანი სომეხი ახალგაზრდობის გაერთიანება,  ქრისტიანული მცნებებით გაძღოლაა.  ცენტრს სათემო საქმიანობისათვის დახმარების მიზანიც აქვს. ცენტრში იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სამკითხველო თავისი სომხურენოვანი და უცხოენოვანი წიგნებით.
ახლადგახსნილი ცენტრი ცხონებული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის  ვაზგენ I-ის სახელს ატარებს და მისი დაბადების 110-ე წლისთავს ეძღვნება.
ეპარქიის წინამძღვრის მიერ სახლის კურთხევის ცერემონიის შემდეგ ცენტრის გახსნა მიულოცეს, მრავლისმომცველი და  საინტერესო საქმიანობა უსურვეს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა,  ,,ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული 42273194ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა, პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა, ეპარქიის საინფორმაციო განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა, არმენოლოგიის დეპარტამენტის მაგისტრმა არმენუი პოდოსიანმა.
საკუთარ შემაჯამებელ სიტყვაში მეუფე ვაზგენმა თბილისის სომხურ თემს მოუწოდა სიყვარულის, პატრიოტიზმის, თვითმყოფადობის შენარჩუნების დიდი გრძნობით, ჩაერთონ სამშობლოდან შორს, მოძმე საქართველოში სომხური ენისა და სომხური კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების ეროვნულ საქმეში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,ყოველთა სომეხთა კათოლიკოს ვაზგენ I“-ის სახელობის ახალგაზრდული და სათემო ცენტრის ხელმძღვანელია, ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი, საქმეთა კოორდინატორი ნინა სეროპოვა. ცენტრის გახსნის ღონისძიება ანა ბადალიანმა წაიყვანა.20180921 192754
ამის შემდეგ, რიყის საკონცერტო     ტერიტორიაზე ორგანიზაცია ,,საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს ინიციატივით გაიმართა ზეიმი, სადაც თბილისის სომხური სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის, სოლო მომღერლების, მხატვრული მკითხველების მიერ უძვირფასეს სომხურ ენაზე გავრცელდა სიმღერა, ცეკვა, მელოდია.
თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დარბაზში, სადაც 1918 წელს ხელი მოეწერა სომხეთის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის აქტის, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ მოწყობილი მიღებით დასრულდა.
სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა ასევე საქართველოში სომხებით დასახლებულ სხვა ადგილებში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)