1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სახლის კურთხევის ცერემონიით დაიწყო სამუშაო წლის მეორე ნახევარი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

20180829 1158392018 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, ზაფხულის დასვენების შემდეგ დაიწყო სამუშაო საქმიანობის მეორე ნახევარი.   
თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო20180829 და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში ცალ-ცალკე პირველი სამუშაო დღე დაიწყო სახლის კურთხევის ცერემონიით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით და მღვდელმსახურთა 20180829 115727მონაწილეობით, ეკლესიების პერსონალი დაესწრო რიტუალურ ცერემონიებს.
სასულიერო პირთა მიერ შესრულებული საგალობლების  და ლოცვების თანხლებით ეპარქიის წინამძღვარმა ჯვრით აკურთხა მარილი, პური, ფქვილი, წყალი და ღვინო, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და მნიშვნელოვანი სიმბოლოებია ასევე სულიერ ცხოვრებაში. შემდეგ ნაკურთხი წყალი სცხო საეპისკოპოსოების, სამუშაო ოთახების, ცენტრების დარბაზების კედლებს.     
 როგორც „სურბ გევორგ“ საკათედრო, ასევე „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში 20180829 120645ჩატარებული სახლის კურთხევის ცერემონიის შემდეგ მეუფე ვაზგენმა დამსწრეებს მიულოცა სამუშაო წლის მეორე ნახევრის დაწყება,   დააფასა სულიერი მამების და ეპარქიის საერო პერსონალის მუშაობა, მოუწოდა პასუხისმგებლობის გრძნობით და ერთგულად განაგრძონ სამუშაო, სომეხთა ეკლესიის გარშემო საქართველოს სომხების კონსოლიდაციის, საქართველოში სომხური კულტურის, სულიერი  და ისტორიული ფასეულობების 40388855შენარჩუნების და განვითარების ხელშესაწყობად.     
აღვნიშნოთ, რომ ზაფხულის შვებულების დღეებში  გარემონტდა და კეთილმოეწყო „სურბ გევორგ“ ეკლესიის საეპისკოპოსო, საბიბლიოთეკო ცენტრი, ორივე ეკლესიის მღვდლების და პერსონალის სამუშაო ოთახები, ეპარქიის წინამძღვრის „ჰაიარტუნის“ რეზიდენცია,    "ჰაიარტუნ" საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის დარბაზები.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში  ახალი  ენთუზიაზმით დაიწყო სამუშაო საქმიანობა. გრძელდება აღსაზრდელთა მიღება „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში და მშობლიური ენის   სწავლების ერთდღიან   სკოლებში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)