1geo

fb you od

ჯავახეთში ხელახლა აკურთხეს ბალხოს „სუნბ ჰარუთიუნ“ ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

20180825 1118192018 წლის 25 აგვისტოს სადღესასწაულო განწყობა  იყო ახალქალაქიდან 12 კილომეტრში მდებარე წმინდა მთის    სამხრეთ ფერდობზე გაშლილ  სოფელ  ბალხოში, სადაც სულ 160 ოჯახი ცხოვრობს.      სოფლის მოსახლეობა, დიდი თუ პატარა ხვდებოდა სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსულ ბალხოელებს, ასევე სომხეთის რესპუბლიკიდან და რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც ჩამოვიდნენ სოფლის "სურბ ჰარუთიუნ" ეკლესიის ხელახალი კურთხევის  საზეიმო 20180825 110305ცერემონიაზე დასასწრებად.
მე -19 საუკუნეში აგებულმა  ეკლესიამ საბჭოთა ეპოქაში ფუნქცია  დაკარგა, იქცა კოლმეურნეობის საწყობად,    პოსტსაბჭოთა ეპოქაში ყურადღების მიღმა დარჩა. ლოცვასა და მზრუნველობას მოკლებული ეკლესია აღდგა სოფლის ღირსეული შვილის, რუსეთში მცხოვრები მესროპ მოვსისიანის შემოწირულობით, რითაც თანასოფლელებს შესაძლებლობა მისცა  იცხოვრონ უფლით და ლოცვით.
ეკლესია ხელახლა აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ღირსი მღვდლების 20180825 112805ტათევ მარუქიანის და თადეოს ტერ-მკრტჩიანის მონაწილეობით. კარის გახსნის ცერემონიის შემდეგ წმინდა მირონი სცხეს „სურბ ჰარუთიუნ“ ეკლესიის წმინდა ტრაპეზს, ნათლობის აუზს და 16 სვეტს.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები  ჰენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი,20180825 130353   ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატები,   საზოგადო, სახელმწიფო მოღვაწეები, უამრავი მორწმუნე.
აღდგენილ და ხელახლა ნაკურთხ ეკლესიაში პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა თადეოს ტერ-მკრტჩიანმა. დაინთო პირველი სანთლები, შესრულდა აღსარების წესი და მორწმუნეებმა ზიარება მიიღეს.   
წირვის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა ადგილობრივ მცხოვრებლებს მიულოცა „სურბ ჰარუთიუნ“ ეკლესიის ხელახალი კურთხევა, დაფასების სიტყვით მიმართა 20180825ქველმოქმედის ოჯახს, მესროპ მკრტჩიანს გადასცა კურთხევის წერილი და აჩუქა ხატი. საღმრთო ლიტურგია დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის დამცავი ლოცვით.  
შემდეგ ეკლესიის ხელახალ კურთხევასთან დაკავშირებით ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 20180825 134934გაიმართა ზეიმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის  არაკოვას „ხრიმიან  ჰაირიკ“ ცენტრის აღსაზრდელებმა, ზეიმი დაამშვენეს ასევე მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსულმა ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.   
სადღესასწაულო დღის ბოლოს    სოფელში ქველმოქმედის ოჯახი გაუმასპინძლდა დამსწრეებს, შესაწირი დარიგდა და სოფლის დარბაზში წვეულება გაიმართა.     
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, ეკლესიის პირველი ნაწილობრივი აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, მღვდელმონაზონ ბაბგენ სალბიანის მიერ შესრულდა კურთხევის წესი და ტაძარი იქცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ერთ-ერთ ეკლესიად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)