1geo

fb you od

,,ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სერტიფიკატები მიიღეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1300242018 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის არაკოვას ,,ხრიმიან ჰაირიკ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის იმავე სახელწოდების საბავშვო ბაღის გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.
ძველი ტრადიციის თანახმად, ღონისძიება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაკოვას ,,სურბ გევორგ“ ეკლესიის ეზოში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, მათი მშობლები, მასწავლებლები, თემის ხელმძღვანელობა, სხვადასხვა 20180810 120608ადგილიდან ჩამოსული სტუმრები.
ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა თადეოს ტერ-მკრტჩიანმა.
ღონისძიება საუფლო ლოცვით, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. ეკლესიის თაღებქვეშ საზეიმო 20180810 121947განწყობა სუფევდა. ღონისძიებაზე ბვშვები თავიანთი ნასწავლი ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით წარსდგნენ. მასწავლებელთა ძალისხმევითა და მოსწავლეთა მონაწილეობით დადგმული იქნა ოვანეს თუმანიანის ზღაპარი  ,,მატყუარა მონადირე“.
ზეიმის  ბოლოს ბავშვებმა ეპარქიის წინამძღვარს თავიანთი ხელით შექმნილი ქაღალდის ნაკეთობები აჩუქეს.
ღონისძიების დასასრულს კურთხევის სიტყვით გამოვიდა მღვდელი თადეოსი. საბავშვო ბაღის პერსონალისადმი მიმართული მადლობის სიტყვა წარმოთქვა თემის ხელმძღვანელმა  ღაზაროს უნანიანმა. ხოლო მშობლებმა, მადლიერების ნიშნად, პედაგოგებს ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ეპარქიის წინამძღვარმა საკუთარ კურთხევის სიტყვაში20180810 125605 დააფასა დირექტორის ნარინე ტერ-მკრტჩიანის, პედაგოგების სიუზი ნორვარდიანის, ლუსინე ჰოვჰანისიანისა და ცეკვის პედაგოგის ქნარიკ ქურდოღლიანის თავადება ბავშვთა აღზრდის წმინდა საქმეში.   მეუფე ვაზგენმა დალოცა ასევე მშობლები, რომლებსაც სწავლა-განათლების, აღზრდისა და ესთეტიკური უნარების განვითარებლად თავიანთი შვილები ყოველ დღე სხვადასხვა თემიდან მოყავთ არაკოვაში. ამის შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საბავშვო ბაღის პედაგოგებისა და ახალქალაქის ვიკარიატის ინიციატივით, ღონისძიების დასასრულს ბავშვებს გაუმასპინძლდნენ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)