1geo

fb you od

ჯავახეთში ტერიანობა სახალხო დღესასწაულად იქცა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A11967 წლიდან მოყოლებული ივლისის თვის ბოლოს წინა უქმე დღეს უძღვნიან ჯავახეთის   დიდებულ  შვილს, სომხური  კლასიკური ლიტერატურის ნიჭიერ    წარმომადგენელს, ვაჰან ტერიანს, და მის შექმნილ განუმეორებელ პოეზიას. 2
ტრადიციისამებრ, 2018 წლის 21 ივლისს ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი  ნიჭიერ  პოეტს, მის  პოეზიას,  როგორც უკვდავების სიმბოლოს.
დილიდან ხალხმრავლობა იყო ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში, განწყობა - საზეიმო.     სტუმრები იყვნენ  ჩამოსული  თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, დედა სამშობლოდან და  რუსეთის ფედერაციიდან.
სადღესასწაულო დღე  დაიწყო უკვდავი პოეტის პაპის, მამა გრიგორის მიერ  1859 წელს აშენებულ "სურბ კარაპეტ" ეკლესიაში, სადაც დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ნინოწმინდის რაიონის „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის ღირსი მღვდლის არმაშ პოღოსიანის და ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკის „სურბ 3სარგის“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ტიგრან მხითარიანის მონაწილეობით.  
წირვის დროს  ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა მიმდინარე დღის საეკლესიო დღესასწაულზე - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის შვილების და შვილთაშვილების დღესასწაულზე და ასევე ტერიანობის დღეზე.   
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მეუფე ვაზგენის საპატიო წინამძღოლობით და სულიერი მამების მონაწილეობით აღევლინა ვაჰან ტერიანისა და მისი საგვარეულოს მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. 4
ღვთისმსახურებას შეუერთდნენ  ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი და სხვა თანამდებობის პირები, შემდეგ ეწვივნენ ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმს, სადაც მათ დახვდათ დირექტორი ვაღარშაკ თანგამიანი. სტუმრებმა დაათვალიერეს ექსპონატები და დოკუმენტური მასალა, რომელიც ვაჰან ტერიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.  
შემდეგ, შუადღისას სოფელი განძაში გაშლილ ველზე დაიწყო ტერიანის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ტრადიციული ზეიმი, ვინაიდან ვერცერთი დარბაზი ვერ დაიტევდა ტერიანის პოეზიის დღესასწაულის გულშემატკივრებს, იმ ადამიანებს, ვისაც დიდი პოეტის ხსოვნისადმი პატივის მიგება სურდა. ღონისძიებას უძღვებოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განათლების,   კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი.
ამ უკანასკნელმა შეკრებილი ხალხის სახელით ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას მიულოცა დაბადების დღე, უსურვა ჯანმრთელობა და მრავალი წლის წინამძღვრული სამსახური.   შეკრებილები მილოცვას გამოეხმაურნენ ოვაციებით.   
5ტერიანობის  ტრადიციულ  ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოს პარლამენტის დეპუტატები  ჰენზელ მკოიანი, დავით ჭიჭინაძე, სომხეთის რესპუბლიკის   ეროვნული ასამბლეის დეპუტატი შირაკ თოროსიანი, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი ტარონ შაგოიანი  და სხვები.
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი  ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი  და სხვები.
ღონისძიება დაამშვენეს ახალქალაქის, წალკის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა,   დეკლამატორებმა. ტერიანობა ჯავახეთში იქცა ნამდვილ სახალხო დღესასწაულად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)