სიახლეები
|
2018 წლის 17 ივლისს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში, კავშირ „21–ე საუკუნის“ ორგანიზებით, გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელობის შეხვედრა რელიგიურ ორგანიზაციებთან. შეხვედრაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიას წარმოადგენდა "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული ცენტრის სულიერი მეთვალყურე, ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი და სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი. ღონისძიება გახსნა ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ და წარმოადგინა შეხვედრის მიზანი, საქართველოს სწრაფვა დასავლეთის ღირებულებებისკენ და ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ საკითხის მიმართ საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიდგომა წარმოადგინა მამა კირაკოსმა. ვინც ადამიანის უფლებების და ღირსებების კონტექსტში ხაზი გაუსვა თანასწორობას და თავისუფლებას, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს ღვთის სიტყვით ცხოვრებასა და ბიბლიით ხელმძღვანელობასთან. მონაწილე რელიგიური თემების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიდგომებსა და შეხედულებებზე.
|