სიახლეები
|
2018 წლის 29 ივნისს, CDD-ის (განვითარების და დემოკრატიის ცენტრი) ინიციატივით, ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სასტუმრო მარიოტში გაიმართა კონფერენცია, თემაზე: "ეკლესიათა და რელიგიურ თემთა როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში: საქართველო - ევროკავშირის ხედვა". ღონისძიება გაიმართა ფორმატით მრგვალი მაგიდა-დიალოგი. კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს ყველა რელიგიური საზოგადოების წარმომადგენლები. ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი. ევროპის პარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები , ჟან ოლბრიხტი, გეორგი ჰოლვენი, საქართველოს სომეხთა ეპარქიას წარმოადგენდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული ცენტრის სულიერი მეთვალყურე ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი და ეპარქიის სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი. კონფერენციის დღის წესრიგში ასევე შედიოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მოხსენება "ეკლესიის როლი რელიგიური თემები ევროპული ინტეგრაციის პროცესში." მოხსენება წარადგინა მიქაელ ავაგიანმა. წინამძღვრის გამოსვლაში საუბარი იყო ევროკავშირში რელიგიური გაერთიანებების ინტეგრაციის შესახებ, ხაზი გაესვა ამ ნორმების ჰარმონიზაციას საქართველოს რეალობასთან. მოხსენებაში დეტალურად წარმოდგენილ იქნა ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება საქართველოს ხელისუფლების მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ასევე საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში. ეს არის საბჭოთა ეპოქაში ჩამორთმეული ტაძრების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების, გადასახადების გადახდისა და რელიგიური უმცირესობების საქმიანობის გაშუქების საკითხები. (იხილეთ ბმული) განსახილველ საკითხზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოსაზრება და მიდგომები წარმოადგინა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა. სულიერმა მამამ ხაზი გაუსვა ტოლერანტობას და ეკლესიის როლს ამ ნორმების დაცვაში. ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების დაცვაზე საუბრისას, მამა კირაკოსმა ხაზი გაუსვა სულიერი ღირებულებების შენარჩუნებას, თავისუფლების და კანონით მიღებულ ნორმების. კონფერენციაზე მოისმინეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების შეფასებები და მიდგომები.
|