წლების განმავლობაში, საქართველოს სომხებით დასახლებული საზღვრისპირა სომხური სოფლები და დასახლებები საქართველოს სომეხთა ეპარქიის უშუალო მზრუნველობის ქვეშ არის. აქ რეგულარულად ეწყობა სულიერი მამების ვიზიტები და აღევლინება გასვლითი საღმრთო ლიტურგიები, სრულდება სხვადასხვა სარიტუალო ცერემონია. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მსახურის, ღირსი მღვდლის მანუკ ზეინალიანის ინიციატივით და უშუალო ორგანიზებით მრავალჯერ მოუწყვიათ ვიზიტი საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე მარნეულის რაიონის სომხებით დასახლებულ სოფელ ახქიორფიში, რომლის მცხოვრებთა და თბილისელ სომეხ მომლოცველ მორწმუნეებს შორის განსაკუთრებული სულიერი კავშირი და ახლობლობაა დამყარებული. 2018 წლის 7 ივლისს, დილით იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულის წინა დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხწვით, ავლაბრის "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიის მოყვარულ ქალთა ჯგუფი, ღირსი მღვდლის მანუკ ზეინალიანის წინამძღოლობით გაემგზავრა ახქიორფიში. ვიზიტს ჰქონდა როგორც სულიერი, ასევე საერო შინაარსი. მამა მანუკმა გადაწყვიტა სოფლის მცხოვრების, სოციალურად დაუცველი ქალბატონი ამალიას თხოვნის შესრულება, და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მისი შვილების მონათვლა, განსაკუთრებით ფერისცვალების დღესასწაულზე, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მორწმუნეთა მიერ ორგანიზებული შემოწირულობით კი ეკლესიის მოყვარულ ქალთა ჯგუფმა გადაწყვიტა ოჯახის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მზრუნველობით დაკავებული მარტოხელა ქალბატონის მძიმე ტვირთის ოდნავ შემსუბუქება. მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა ნათლობის წესებით ქრისტიანული წმინდა მირონი ცხო ბავშვებს და მათ დედას, აჩუქა ნაკურთხი ჯვრები და ხატები, მორწმუნეებმა კი მონათლული ბავშვები გაახარეს მათ მიერ ჩამოტანილი სხვადახვა საჩუქრებით და მატერიალური დახმარებით. უმწეოსთვის, გაჭირვებულისთვის ხელის გაწოდების და ქველმოქმედების შეგრძნებით სულიერად შვება მიღებული ქალბატონების ჯგუფი გაემართა მოსე პაპის სამლოცველოსკენ. უძველეს სამლოცველოში სანთლების დანთების და ლოცვის შემდეგ სულიერმა მამამ მონანიების წესი შეასრულა და მორწმუნეებმა მიიღეს ზიარება. ადგილობრივი მცხოვრების, ანა თანდარიანის ოჯახი თბილისიდან ჩამოსულებს გაუმასპინძლდა, მადლობა გადაუხადეს სულიერ მამას და მორწმუნეებს, პერიოდული ვიზიტებისთვის, გაჭირვებულების დახმარებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის სომეხთა ეკლესიის მცნებების გაზიარებისთვის.
|