1geo

fb you od

წმინდა მთარგმნელთა დღესასწაულზე გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 21 ივნისს,   სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიამ  აღნიშნა წმინდა მთარგმენლთა დღესასწაული. საქართველოს სომეხთა ეპარქიის  თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში,   სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა და სულიერმა მეთვალყურემ, მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა აღავლინა საღმრთო IMG 6498ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ სომხური ენის სწავლების „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სასწავლებლების აღსაზრდელები, მათი  პედაგოგები და მშობლები.   
წირვის დროს მწირველმა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა და კეთილი IMG 6518სურვილები. მღვდელმონაზონმა ჰაკობმა იქადაგა დღის საიდუმლოზე - სომხური დამწერლობის და საეკლესიო ისტორიოგრაფიის დამფუძნებლების წმინდა სინათლით განათლების, წმინდა მთარგმნელების, საჰაკ პართევისა და მესროპ მაშტოცის მსგავსად ცხოვრების შესახებ. მწირველმა დამსწრეებს მიულოცა დღესასწაული და მოუწოდა სომხური დამწერლობის,IMG 6549 სომხური იდენტობის    სიამაყით ცხოვრებისკენ.  
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი მეთვალყურის, ღირსი მღვდლის მანუკ ზეინალიანის წინამძღოლობით, ეპარქიის საერო პერსონალის, პედაგოგების თანხლებით სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სასწავლებლების აღსაზრდელებმა ლოცვა აღავლინეს და ზეციდან ერის დიდებულთა კურთხევის მისაღებად ეწვივნენ თბილისის სომეხ IMG 6558მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს.  
 სულიერმა  მამებმა ილოცეს იქ დასვენებული ერის დიდებულების სულების სიმშვიდისთვის. ჰოვანეს თუმანიანის საფლავზე სიმბოლურად დააწყვეს იმ კურსდამთავრებულთა სერტიფიკატები, ვინც   ეპარქიის სომხური ენის სწავლება გაიარა,  გამოცდა წარმატებით ჩააბარა. და მათ, ვინც სულ ორი წლის წინ თითქმის არ იცოდნენ სომხური,  სპონტანურად წაიკითხეს სომეხი ავტორების სომხური ენისა დაIMG 6583 სომხეთისადმი მიძღვნილი ლექსები. შემდეგ ვადიმ ხერიმიანმა  უძველესი, გამორჩეული და ლამაზი სომხური ენით მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს,     განათლების განყოფილების  ადმინისტრაციას და მასწავლებლებს.
მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა დააფასა სასწავლებლების საქმიანობა, მიულოცა კურსდამთავრებულებს სასწავლო კურსის დამთავრება, მოუწოდა, რომ იყონ სომეხთა ეკლესიის გვერდით, იცხოვრონ ქრისტიანული რწმენით და ყველგან ასახელონ სომეხი ადამიანის სახელი.    
IMG 6586საქართველოს სომეხთა ეპარქიის   განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა ისაუბრა სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სასწავლებლების მისიაზე - დიასპორაში სომხური ენის შენარჩუნების და სომხური სულისკვეთებით აღზრდის პატრიოტულ საქმეზე, დააფასა  ერთდღიანი სკოლების მასწავლებლების - თამარა გაბოიანის, როზა ზოჰრაბიანის და რევიკ კარაპეტიანის საქმიანობა, რის შედეგადაც სომხურს დაშორებულ სხვადასხვა ასაკის სომეხს შესაძლებლობა ეძლევა მშობლიური ენის სწავლის და თავიანთი ფესვებისკენ დაბრუნების.   
საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკინის კურთხევით, კურსდამთავრებულებს დაურიგა სერტიფიკატები. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებმა ერთად წაიკითხეს   ეღიშე ჩარენცის ლექსი "მე მიყვარს ჩემი ტკბილი სომხეთის .." .

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)