1geo

fb you od

გამოფენა, რომელიც მიეძღვნა საბჭოთა ანტირელიგიურ პოლიტიკას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 8 ივნისს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა  (TDI),  თბილისში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართა გამოფენა და    დისკუსია თემაზე „საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკა“.
ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, თანაშემწის, დიაკვან გევორგ ანტონიანის  და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების 1დირექტორის, მიქაელ ავაგიანის, თანხლებით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული იმ სინაგოგების, მეჩეთების, კათოლიკური, სომხური და ლუთერანული ტაძრების ძველი და ახალი ფოტოები, რომლებიც ისტორიულ მესაკუთრეებს დღემდე არ დაბრუნებიათ.
დისკუსიაზე პროფესორმა ნუგზარ პაპუაშვილმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა და მკვლევარმა კოტე ჩაჩიბაიამ ისაუბრეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ რელიგიური გაერთიანებების დევნის, ანტირელიგიური პოლიტიკისა და მისი შედეგების შესახებ.
წარმოდეგნენილი 28 სამლოცველოდან უმეტესი სომეხთა სამოციქულო ეკლესიები იყო, რომლებიც მდებარეობს თბილისში და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 2ექსპონატთა შორის იყო ასევე შვიდი სამლოცველო კათოლიკური ეკლესიის, ექვსი -  ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის, ოთხი - მუსლიმური,  სამი - ებრაული.
როგორც აღნიშნეს ორგანიზატორებმა, გამოფენის მიზანი რესტიტუციაა - ქონების დაბრუნების საკითხის წამოჭრა.3
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მეუფე ვაზგენმა ისაუბრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  იმ ეკლესიების შესახებ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც გაურკვეველ მდგომარეობაშია, ვინაიდან სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და არც სურვილს გამოხატავს რელიგიური საკუთრების   ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების  მიმართულებით.   
გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი ეკლესიების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ტაძრები მიტოვებულია, ინგრევა და იქცევა ნანგრევებად, ეკლესიების ერთი ნაწილისთვის პასუხისმგებლობა არავის აკისრია, ნაწილზე პრეტენზია აქვს სხვა ეკლესიებს, - გამოსვლაში აღნიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა.  
 სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს   ეპარქიისთვის თბილისში 7 და ახალციხეში ერთი ეკლესიის დაბრუნებას. ესენია: „ნორაშენის სურბ ასტვაწაწინ“, „ერევანცოც სურბ მინას“, „მუღნის სურბ გევორგ“ (მუღნუ მეწ), „შამხორეცოც კარმირ ავეტარან“, „სურბ ნშან“ (სურბ ნიკოღაიოს), „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“, „ჰარანც ვანქ (ფაშავანქ, „ვანქი მაირ ტაჭარ“) და ახალციხის „სურბ ნშან“ ( ს.ვარდანანც) ეკლესიები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)