1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 8 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს  და უნეტარეს  ილია მეორეს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პატრიარქის  მოსაყდრე  მიტროპოლიტი შიო მუჯირი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, სულიერი და საერო   პირები.
მეუფე ვაზგენს თან ახლდნენ    თანაშემწე დიაკვანი გევორგ ანტონიანი და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა  და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.
შეხვედრის დასაწყისში ეპარქიის წინამძღვარმა მადლიერება გამოუხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის, დაადასტურა, რომ 1საქართველოს სომეხთა ეპარქია  განუხრელად  თანამშრომლობს საქართველოს ეკლესიასა და საპატრიარქოსთან და პირადად გამოხატა ღრმა პატივისცემა ილია მეორისადმი.   
მეუფე ვაზგენმა ისაუბრა სომხური და ქართული ეკლესიების ათასწლეულების მეგობრობაზე, ხაზი გაუსვა, რომ ყველა დროში სომეხთა საეპისკოპოსოს და საპატრიარქოს თანამშრომლობა იქნება ჰარმონიული და ორმხრივი ინტერესების მქონე საკითხები გადაწყდება ქრისტიანული სიყვარულით და ძმობის სულისკვეთებით.   
მეუფე ვაზგენმა პატრიარქს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის  თბილი მოკითხვა და ძმური სიყვარული, ვინც ლოცვებში ყოველთვის იხსენებს საქართველოს პატრიარქს. წინამძღვარმა პატრიარქს შეატყობინა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ნიკოლ   ფაშინიანის ღრმა შთაბეჭდილებები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრიდან. ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ძალზედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომეხი და ქართველი ხალხების და ეკლესიების მეგობრობას და თანამშრომლობას.    
ეპარქიის წინამძღვარმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს წარუდგინა "თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ" ეკლესიის საკითხი, რომელიც აღელვებს საქართველოს სომხებს და სურვილი გამოთქვა, რომ საკითხი ერთხელაც იყოს შესწავლილი და განხილული საპატრაირქოში, რათა სასამართლო განხილვის ნაცვლად , ერთად მოძებნონ გადაწყვეტის გზა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.   
2კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, დალოცა მეუფე, საპატრიარქოს  დაავალა, რომ მოეწყოს შეხვედრა საკითხის მრავალმხრივად შესასწავლად და გადასაწყვეტად.    
კათალიკოს პატრიარქმა სთხოვა მეუფე ვაზგენს, რომ თავისი ძმური სიყვარული და მოკითხვა გადასცეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს და აცნობოს, რომ  მაღალ შეფასებას აძლევს სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის სომხურ-ქართული საეკლესიო ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის უწმინდესობას საპარტრიარქო მისიის შესრულებაში.
საქართველოს ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქმა ისაუბრა სომხეთისა და საქართველოს   უძველესი ქრისტიანული ეკლესიებისა და ხალხების ურყევ მეგობრობაზე,  რომელიც  უნდა დაეფუძნოს ურთიერთსიყვარულს, პატივისცემას და თანამშრომლობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საპატრიარქოში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა აღნიშნული საკითხის განსახილველად და  ლოცვა-კურთხევა გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)