1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიას სტუმრობდნენ სომხეთის რესპუბლიკის არმავირის ეპარქიის განათლების და კულტურის „სურბ ნშან“ ცენტრის აღსაზრდელები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

345380922018 წლის 2 ივნისს,  თბილისში    ჩამოვიდნენ და საქართველოს სომეხთა ეპარქიას   სტუმრობდნენ სომხეთის რესპუბლიკის არმავირის ეპარქიის განათლების და კულტურის  ცენტრის აღსაზრდელები, ადგილობრივი „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის, გევორგ კრტიკაშიანის და სიმღერის გუნდის   სამხატვრო ხელმძღვანელის, მღვდლის მეუღლის ჰასმიკ მხითარიანის  ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მიზანი იყო სომხეთიდან ჩამოყვანილი მოზარდებისთვის თბილისის სომხური კვალის გაცნობა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის აღსაზრდელებთან   ურთიერთობების დამყარება.  
სტუმრები ეწვივნენ თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარს, დაესწრნენ სადღესასწაულო დღის - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხორ ვირაპის საპყრობილიდან გამოსვლის დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით. საღმრთო ლიტურგიის დროს სტუმრების - „სურბ ნშან“ სიმღერის გუნდის  მიერ,  შესრულდა საგალობლები და შარაკანები (ქორმაისტერი: ჰასმიკ მხითარიანი).

წირვის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა კურთხევის სიტყვით მიმართა სტუმრებს, მაღალი შეფასება მისცა საგალობლების შესრულებას და თბილისში მხიარული და 34366821საინტერესო დღის გატარება უსურვა.  
საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის და ზიარების მიღების შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს ავლაბრის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში   მოეწყო  ბავშვთა ნახატების გამოფენა, სადაც მათ წარმოადგინეს „სურბ ნშან“ განათლებისა და კულტურის ცენტრის ფერწერის ჯგუფის აღსაზრდელების ნამუშევრები.  
ცენტრმა „სურბ ნშან“ „ჰაიარტუნ“ ცენტრში გამართა კონცერტი,    სახელწოდებით "სამშობლო", რომელიც მიუძღვნა სარდარაპატის საგმირო ბრძოლის    100 წლისთავს. კონცერტი შთამბეჭდავი იყო,  რეპერტუარის ყველა სიმღერა შესრულდა ნიჭიერად და მაღალ დონეზე. დამსწრეები ოვაციებით აჯილდოებდნენ ყველა შესრულებას: მევიოლინე მარგარიტა კრტიკაშიანის, ბარიტონ გევორგ გინოსიანის, პიანისტ ელენ საჰაკიანის, ასევე გუნდის პოლიფონიურმა შესრულებებმა აღაფრთოვანეს დამსწრეები, ვინც თბილი ოვაციებით დააჯილდოვა სამხატვრო ხელმძღვანელის, ჰასმიკ მხითარიანის დიდი ძალისხმევით ანსამბლის მაღალმხატვრული გამოსვლა.      
კონცერტის შემდეგ დამსწრეებს კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მეუფემ მაღალი შეფასება მისცა კონცერტს, მათ  სიმღერას უწოდა აღდგომის გამოსახულება, ვინაიდან მათი წკრიალა სიმღერა სიცოცხლის ბრძოლაა, ქმნის მოწოდება, სარდარაპატის საგმირო ბრძოლის 34339950ხსოვნის უკვდავყოფა. ეპარქიის წინამძღვარმა, თბილისში გატარებული ლამაზი დღის სამახსოვროდ სამხატვრო ხელმძღვანელ ჰასმიკ მხითარიანს  აჩუქა საიათნოვას ნაწარმოებების ოთხენოვანი ალბომი, რეპერტუარში აშუღი საიათნოვას სიმღერების ჩართვის მოწოდებით.
ღირსმა მღვდელმა გევორგ კრტიკაშიანმა დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, სასულიერო დასს და საერო პერსონალს თბილი მიღებისა და დაუვიწყარი დღისთვის.    
ზემოაღნიშნულმა ცენტრმა საქმიანობა დაიწყო   2002 წელს, ორგანიზება გაეწია და მოეწყო   ფერწერის, ქარგვის, ფარდაგის, თეატრალური, სიმღერის,  პირველადი სამედიცინო დახმარების, კომპიუტერული წიგნიერების,   დეკორატიული   გამოყენებითი ხელოვნების, კერამიკის კურსები. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სასულიერო საუბრებით, აღმზრდელობითი    ქადაგებებით, მომლოცველობებით,  რელიგიური და კულტურული ღონისძიებებით.
გაის სულიერი, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის საქმიანობის პრეროგატივა არის   განათლებისა და კულტურის როლის ამაღლება  ახალგაზრდა თაობის  განვითარებისა და შემდგარი მოქალაქის ჩამოყალიბების საქმეში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)