1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

344697812018 წლის 3 ივნისს,   სომეხთა სამოციქულო წმიდა  ეკლესიამ  აღნიშნა საკათედრო  წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული.     დღესთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია  აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში.
საქართველოს სომხებს განსაკუთრებული   სიყვარული აკავშირებს წმინდა ეჯმიაწინის ტაძართან. ამის მოწმობა ამავე სახელწოდების ეკლესიის არსებობაა თბილისის ავლაბრის უბანში. დილით ადრე დაიწყო მორწმუნეთა მისვლა ეკლესიაში, რათა მონაწილეობა მიეღოთ საღმრთო ლიტურგიაში.
ეკლესია სავსე იყო მორწმუნეებით. თბილისელ სომეხ მორწმუნეებს შეუერთდნენ ასევე მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან,   სომხეთიდან. ავლაბრის "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ ერევნის „სურბ ანა“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი, ღირსი დეკანოზი ტაჭატ დავიდიანი, ახალციხიდან ჩამოსული მომლოცველები ადგილობრივი „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის და მიმდებარე  სოფლების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის, თორგომ ვარდანიანის, ხელმძღვანელობით.
საღმრთო ლიტურგიის დროს  მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა მორწმუნეებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის პატრიარქალური კურთხევა და კეთილი  სურვილები  დღესასწაულთან დაკავშირებით. მეუფემ ქადაგება დაიწყო დღის საიდუმლოზე საუბრით, როდესაც ყველა ერთობლივად აღნიშნავს სრულიად სომხების სასულიერო 34343790ცენტრის დამკვიდრების დღეს.  მწირველმა მეუფემ დაიწყო  ეპიგრაფიით, „ეჯ მიაწინნ ი ჰორე“ შარაკანით, ისაუბრა სომეხთა დიდი პატრიარქის გრიგოლ განმანათლებლის სიზმარ-ხილვაზე და საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ტაძრის აგების ისტორიაზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ მორწმუნე სომეხი ხალხი დედა სამშობლოდან და დიასპორიდან მოსალოცად მიდის წმინდა ეჯმიაწინში, რათა მიიღოს სულიერი სინათლე. „მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მატერიალური ტაძარი მოწმობაა სრულიად სომხების სულიერი რწმენისა, წმინდა ეჯმიაწინი მისიაა, და მორწმუნე სომეხი ხალხი დედა სამშობლოსა და დიასპორაში სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის წყალობით ინარჩუნებს, ამდიდრებს, თაობიდან თაობას გადასცემს ეკლესიის საიდუმლოებს და რიტუალებს, ხალხურ ტრადიციებს და კულტურულ    ფასეულობებს.   ეს კი ჩვენი   იდენტობის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ოქროს ასოებით ნაწერი  ენის  დღეგრძელობის გარანტია, - ხაზი გაუსვა თავის სიტყვაში ეპარქიის წინამძღვარმა, მორწმუნეებს მოუწოდა იყონ კონსოლიდირებულნი მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გარშემო, ყოვლისშემძლე ღმერთს შეევედრა მშვიდობას და უზრუნველობას.    
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა საპატრიარქო ლოცვა. მორწმუნე ხალხმა და სამღვდელოებამ  ლოცვა აღავლინეს წმინდა ეჯმიაწინის სიმტკიცის და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის.    
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიის ეზოში, სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ვირაპ ღაზარიანის ინიციატივით და თბილისელი ღირსეული სომხების მხარდაჭერით  დამსწრებს გაუმასპინძლდნენ შესაწირით.    
მაღაქია პატრიარქ ორმანიანის კანონიკური ლექსიკონის თანახმად. „კათოღიკე“ ნიშნავს საკათედრო მთავარ ეკლესიას და ასე უწოდეს ეჯმიაწინის მთავარ ტაძარს. სხვა განმარტების თანახმად, კათოღიკე ნიშნავს საერთოდ გუმბათოვან ეკლესიას, თეოლოგიაში ეს სახელწოდება ნიშნავს ეკლესიის ერთიანობას. ეს სამივე შინაარსი შეესაბამება ეჯმიწინის მთავარ ტაძარს, ვინაიდან ის საკათედრო ტაძარია,  გუმბათოვანია და ასევე საერთოა ყველა მორწმუნისთვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)