1geo

fb you od

ხარების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული აღინიშნა1 საღმრთო ლიტურგიებით და   კულტურული ღონისძიებებით.
2018 წლის 7 აპრილს, საზეიმო განწყობა იყო ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარაში. ადგილობირივი საზოგადოება შეკრებილი იყო ადგილბრივ „სურბ მესროპ მაშტოც“ ეკლესიაში, სადაც მწირველი გახლდათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  2მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.   
წირვაზე ახალქალაქის მომლოცველებთან ერთად ჩამოსული იყო ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების  სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი.  3
საქართველოს სომეხთა ეპარქიის  ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი სათანადოდ იყო მომზადებული წირვისთვის.
4წირვის დროს   ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს   მიულოცა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული,   ისაუბრა ღვთისმშობლის დღესასწაულებზე,  5 სომეხთა ეკლესიაში   წმინდა მარიამის საიდუმლოზე და მიულოცა ეკლესიაში მყოფ ყველა დედას და დას ხარებისა და  დედის დღესასწაულები.
მამზარის „სურბ მესროპ მაშტოც“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიის 6შემდეგ ახალქალაქის ვიკარიატის კულტურის ცენტრის გუნდმა  „ჯავახქი ძაინერ“ („ჯავახეთის ხმები“ქორმაისტერი: გაიანე აღაჯანიანი) ლამაზი სიურპრიზი შესთავაზა ეკლესიის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას.  გუნდმა შეასრულა ხალხური სიმღერები,   დღე უფრო დაამშვენა და მეტად საზეიმო გახადა.  7
წირვის შემდეგ ეკლესიის ჯვრის ნათლიის სახელით წირვის მონაწილე ქალბატონებს ყვავილები დაურიგდა.   
ამ დღეს, ახალქალაქის სოფელ მერენიის „სურბ მარიამ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა თადეოს ტერ-მკრჩიანმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა.   
8ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა ახალქალაქის რაიონის სოფელ ღულალისის „სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში.  
ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგია აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიებში, სადღესასწაულო ღონისძიებები მოეწყო და დედებს და დედობის სიხარულის მოლოდინში მყოფ ქალბატონებს დღესასწაული მიულოცეს თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში და ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ და „ჰაიარტუნ“       საგანმანათლებლო,  კულტურული და ახალგაზრდულ  ცენტრებში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)