სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კანონიკით, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ იწყება ახალი დღე. 2018 წლის 31 მარტს, წითელი პარასკევის საღამოს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა „ჭრაგალუიცის“ საღმრთო ლიტურგია. ამ დღეს აინთო ტაძრის ლამპრები და კანდელები, გაიხსნა ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები დაურიგდა ხალხს, რის შემდეგაც აღევლინა საღმრთო ლიტურგია. თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია. წმინდა ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის სათემო მოღვაწეები, სტუმრები, მორწმუნეები. საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მეუფემ სათანადოდ განმარტა დღის საიდუმლო, დეტალურად ისაუბრა იესო ქრისტეს დიდ სიყვარულზე, ადამიანთა გადარჩენისთვის მის ჯვარცმაზე, უფალი გახდა ის ღვთიური ნათელი, ვის მიმართაც არ ნელდება კაცობრიობის სიყვარული, არ სუსტდება რწმენა მისი ძალის მიმართ, არამედ წინ უძღვება მას სიკეთისკენ, ნათელისკენ, შემოქმედისკენ. წმინდა აღდგომის ჭრაგალუიცის ცერემონიებით დასრულდა ჩვენი უფლის ვნებათა კვირა, იგი აღდგა მკვდრეთით. მეუფე ვაზგენმა ყველას აუწყა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავი: «Քրիստոս հարյավ ի մեռելոց» - "ქრისტე მკვდრეთით აღდგა", პასუხია: «Օրհնյալ է Հարությունը Քրիստոսի» - "ნეტარ არის აღდგომა ქრისტესი".ამ სასიხარულო ამბით დასრულდა დიდი მარხვა. მორწმუნეებმა სიყვარულით მიულოცეს ერთმანეთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვარმა მრევლს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, სომხეთს, საქართველოს და არცახს უსურვა მშვიდობა, წინსვლა და განვითარება. მორწმუნეებმა დაშვებული კანდელის სანთლით აანთეს სანთლები და უფლისგან კურთხევა მიღებულები დაბრუნდნენ სახლებში, თან წაიღეს უფლის აღდგომის წმინდა სინათლე. წმინდა აღდგომის შემდეგ პირველი სახლის კურთხევის ცერემონია ჩატარდა, აკურთხეს პური, წყალი და მარილი. „სურბ გევორგ“ ეკლესიის ეზოში ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის და წყლის კურთხევის ჯვრის ნათლიის იური ერემიანის ინიციატივით დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ. ხალხი შუაღამემდე მოდიოდა ეკლესიაში. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.
|