„დიდებულთა გენიის საიდუმლო“ - ღონისძიება „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი, ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი, მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და სტუმრები. ორგანიზატორების - სომხეთის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელის, ანაჰიტ საჰაკიანის, და სომეხთა რელიგიის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელის, რიმა საჰაკიანის, ძალისხმევით ღონისძიება არა მარტო ინფორმაციულ-შემეცნებითი შინაარსის მატარებელი იყო, არამედ გაჯერებული იყო მხატვრული ღირებულებებით. ღონისძიების დროს მაყურებელს გააცნეს შუა საუკუნეების უდიდესი მოღვაწეების ცხოვრება და მოღვაწეობა. ღონისძიება თეატრალიზებული იყო, წარმოდგენილი რამდენიმე იგავ-არაკის მეშვეობით გათანამედროვებული იყო იგავ-არაკების დამრიგებლური საიდუმლო, მორალი და გამოტანილი დასკვნები. ღონისძიებას მიესალმა, დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევის სიტყვა გადასცა და ღონისძიება „დიდებულთა გენიის საიდუმლო“ საეკლესიო სიყვარულით, კანონმორჩილებით და იგავ-არაკების საიდუმლოთო ცენტრის აღსაზრდელთა აღზრდისკენ მიმართული ღონისძიება იყო. |