სებასტიელი ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღნიშნა საღმრთო ლიტურგიით |
სიახლეები |
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია დიდი მარხვის მეოთხე კვირას აღნიშნავს სებასტიაში წამებული ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღეს. 2018 წლის 10 მარტს, სებასტიელი ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღეს, თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა. ეკლესიაში აინთო ყვავილებით შემკული სანთელი, წამებული ორმოცი ყრმის ხსოვნის ნიშნად. 40 ყრმის ისტორიის მაგალითით, ღირსმა მღვდელმა დამსწრეებს მოუწოდა ცხოვრების ყველა სიძნელის დროს ერთგულნი იყონ ქრისტეს რწმენისადმი, იცხოვრონ სიყვარულით, იყონ კეთილი და ცხოვრების სიძნელეების დროსაც კი ერთგულნი იყონ ქრისტიანული რწმენისა, მზად იყონ მსხვერპლის გასაღებად და გადალახონ ვნებები, რომ დაიმსახურონ ზეციური გვირგვინი. ქრისტიანული რწმენის ერთგულნი, მათ მოწამებრივად დაასრულეს სიცოცხლე. მათი ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში ააშენეს „40 ყრმის“ სახელწოდებით 40 გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც თემურ-ლენგის შემოსევამდე იდგა. საღმრთო ლიტურგიის დროს ეკლესიაში 40 დანთებული სანთელი სიმბოლო იყო მოწამეთა ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებისა, მათი წამება კი - ჩანს ნათლის გვირგვინებით: გარიჟრაჟზე ყველა მოწამე გამოჩნდა ნათლის გვირგვინით შემკობილი. იმ მოწამის სანთელი კი, რომელმაც ვერ გაუძლო წამებას, ყვავილის გარეშე დარჩენილი, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მან ვერც მიწიერი სიცოცხლე შეინარჩუნა, ვერც ზეციერს ეღირსა. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს, სულიერი მამების მიერ შესრულდა მცენარეული ზეთის ტრადიციული კურთხევა, რომელიც მორწმუნეებმა წაიღეს თავიანთ სახლებში. |