1geo

fb you od

სუმგაითის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიეგო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

12018 წლის 28 თებერვალს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინიციატივით, სამი ათეული წლის წინ თებერვლის სუსხიან დღეებში აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში სომეხი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სუმგაითის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იყვნენ მოსული საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები:    საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რუბენ 2სადოიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რუსლან პოღოსიანი და სამველ მანუკიანი,   პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის   სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თბილისელი სომეხი 3ინტელიგენციის წარმომადგენლები,   საზოგადოების წევრები.

ღონისძიება დაიწყო ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სადაც პარაკლისი ჩატარდა მსხვერპლთა სულების სიმშვიდისთვის. შემდეგ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა დამსწრეები ხსოვნის საღამოზე მიიწვია „ჰაიარტუნ“  საგანმანათლებლო, კულტურულ ცენტრში.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა,  დამსწრეებს 4მოუწოდა წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნას.

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყოველგვარი დანაშაულის დაგმობის და სუმგაითის ხოცვის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის   საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, რომელმაც ისაუბრა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გატარებულ სომეხი ხალხის განადგურების და ერევნის აზერბაიჯანულ მიწად წოდების სახელმწიფო პოლიტიკაზე, ელჩმა სადოიანმა დასძინა, რომ სუმგაითის დანაშაულმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ არცახი არანაირ გარემოებაში და არანაირი  სტატუსით ვერ იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

თავიანთ გამოსვლებში, პროფესორმა ერნსტ არაქელოვმა,  „საქართველოს სომხური სათვისტომო“ არასამთავრობო ორგანიზაციის პრეს სპიკერმა სანდრო ოჰანიანმა და სხვებმა ისაუბრეს სუმგაითის ხოცვის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და დაგმეს სუმგაითის 5სასტიკი დანაშაული, რომელსაც სომეხი ხალხისადმი ჩადენილი გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭეს.    

ღონისძიების დროს  ნაჩვენები იქნა ნაწყვეტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც ასახავდა  სუმგაითის ხოცვას.

ვიოლინოს, დუდუკის,     ნინა კარაპეტიან-გევორკოვას და „სურბ გევორგ“ საკათედრო  ეკლესიის „მაკარ ეკმალიან“ გუნდის მიერ კომიტასის ნაწარმოებებისა და არმენ სმბატიანის „ჰაიასტან“ სიმღერის შესრულებით ღონისძიება იქცა დამსწრეთა  მიერ უდანაშაულო მსხვერპლთა მიმართა პატივის მიგებად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)