სუმგაითის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიეგო |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ღონისძიება დაიწყო ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სადაც პარაკლისი ჩატარდა მსხვერპლთა სულების სიმშვიდისთვის. შემდეგ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა დამსწრეები ხსოვნის საღამოზე მიიწვია „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურულ ცენტრში. ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა, დამსწრეებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყოველგვარი დანაშაულის დაგმობის და სუმგაითის ხოცვის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, რომელმაც ისაუბრა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გატარებულ სომეხი ხალხის განადგურების და ერევნის აზერბაიჯანულ მიწად წოდების სახელმწიფო პოლიტიკაზე, ელჩმა სადოიანმა დასძინა, რომ სუმგაითის დანაშაულმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ არცახი არანაირ გარემოებაში და არანაირი სტატუსით ვერ იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში. თავიანთ გამოსვლებში, პროფესორმა ერნსტ არაქელოვმა, „საქართველოს სომხური სათვისტომო“ არასამთავრობო ორგანიზაციის პრეს სპიკერმა სანდრო ოჰანიანმა და სხვებმა ისაუბრეს სუმგაითის ხოცვის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და დაგმეს სუმგაითის ღონისძიების დროს ნაჩვენები იქნა ნაწყვეტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც ასახავდა სუმგაითის ხოცვას. ვიოლინოს, დუდუკის, ნინა კარაპეტიან-გევორკოვას და „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის „მაკარ ეკმალიან“ გუნდის მიერ კომიტასის ნაწარმოებებისა და არმენ სმბატიანის „ჰაიასტან“ სიმღერის შესრულებით ღონისძიება იქცა დამსწრეთა მიერ უდანაშაულო მსხვერპლთა მიმართა პატივის მიგებად. |