1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 12 თებერვალს,  თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,   პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, წმინდა სინოდის წევრები და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და უცხოელი სტუმრები.

კონფერენციის  მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

კონფერენციაზე თავიანთ გამოსვლებში ქვეყნის პირველმა პირებმა ხაზი გაუსვეს   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს  ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი განვითარების საქმეში, როგორც საზოგადოების მშვიდობისმყოფელ და გამაერთიანებელ ძალას.   

კონფერენციაზე ხაზი გაესვა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დიდ მნიშვნელობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლს  ავტოკეფალიის აღდგენას, ჩვენი ტოლერანტობის   ტრადიციის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში, განიხილეს ასევე რელიგიისა და საზოგადოების ურთიერთობის სხვა აქტუალური საკითხები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)