თბილისში დიდი ლორელის დაბადების დღე აღინიშნა თოჯინების თეატრის გახსნით |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
დიდი თუმანიანის საფლავთან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს დიდი პოეტის დაბადების დღის ზეიმი გაგრძელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ოვანეს თუმანიანის სახლი" ცენტრში, სადაც ყველას ელოდა ლამაზი სიურპრიზი. ათწლეულების შესვენების შემდეგ დიდი ლორელის დაბადების დღეს მიეძღვნა თოჯინების თეატრის გახსნა მისი „ძაღლი და კატა“ უკვდავი თუმანიანის სახლის სტუმართმოყვარე დარბაზში ადგილები ეკავათ ერევნიდან ჩამოსულ სტუმრებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის ინტელიგენციის, სათვისტომოს სტრუქტურათა წარმომადგენლებს. ეპარქიის სამრევლო საბჭოს წევრის, ალექსანდრე უთმაზიანის ნაჩუქ ბალიშებზე ლამაზად იყვნენ მოკალათებული საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და ელოდებოდნენ მათთვის კარგად ცნობილი „ძაღლი და კატა“ ლეგენდის - სომხურად მოსაუბრე თოჯინების თამაშს, ამრიგად ისინი გახდნენ სომხური თოჯინების თეატრის პირველი მაყურებლები. და გაიხსნა ახლად ჩამოყალიბებული თოჯინების თეატრის ლამაზად და გემოვნებით გაფორმებული სცენის ფარდა, როგორც სიმბოლური საჩუქარი დიდი თუმანიანისთვის, მის დაბადების დღეს, მისივე სახლში. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის თეატრის მსახიობების, აშოტ სიმონიანის, არენ მკრტჩიანის, ედიტა ზოჰრაბიანის და დამფუძნებლის, არმენ ჰოვანისიანის გამომსვლელებმა: ერევნის ოვანეს თუმანიანის სახელობის თოჯინების თეატრის დირექტორმა, სომხეთის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ რუბენ ბაბაიანმა, ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ანი ეღიაზარიანმა, ერევნის ერებუნი ადმისტრაციული რაიონის ხელმძღვანელმა დავით გრიგორიანმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატმა ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანმა, პეტროს ადამიანის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა თბილისში თოჯინების თეატრის გახსნას უწოდეს მოვლენა, რომელიც უნდა გახდეს სომხური კულტურის განვითარების, სომეხი ბავშვის სომხური სულისკეთებით აღზრდის მიმართულებით გადადგმული ახალი ნაბიჯი, მაღალი შეფასება მისცეს არმენ ჰოვანისიანის მიერ თოჯინების თეატრი გახდება არა მარტო სომხური, ასევე ქართული და სხვა ერების წარმომადგენელი ბავშვების საყვარელი ადგილი, სადაც ისინი გაეცნობიან ოვანეს თუმანიანის და სხვა საბავშვო მწერლების მშვენიერი ზღაპრების, პოემების, ლეგენდების თოჯინა გმირებს. ეს არის საქართველოში თავისი შემოქმედებითი ნაყოფიერი ცხოვრება განვლილი, სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის მქადაგებელი ოვანეს თუმანიანის 150-ე წლის იუბილემდე გადადგმული ლამაზი ნაბიჯი, რომელსაც ქართული საზოგადოება აუცილებლად განავითარებს, - გამოსვლაში ხაზი გაუსვეს პრემიერაზე დამსწრე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა არმენ ჰოვანისიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ვინც მხარი დაუჭირა მის ინიციატივას - თოჯინების თეატრის შექმნის მრავალი წლის მის ოცნებას. ნიჭიერმა შემოქმედმა მადლობა გადაუხადა პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის შემოქმედებით კოლექტივს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, „გარი დავთიანი“ კულტურის ღონისძიება შეაჯამა და დამსწრეები აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ვინც ხაზი გაუსვა კულტურის განვითარებისადმი ყურადღების და ბავშვობიდან ბავშვის კულტურით აღზრდის მნიშვნელობას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით მოქმედი თუმანიანის სახლი, რომელიც ლიტერატურით, თოჯინების თეატრი პერიოდულად მოამზადებს ახალ წარმოდგენებს, ახალ-ახალი თოჯინების თამაშით და ლამაზი სიტყვით. |