1geo

fb you od

რუსთავში, მარნეულში, ახალციხესა და ბათუმში აღინიშნა ძირითადი ბარეკენდანი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

2018 წლის 11 თებერვალს, ძირითადი ბარეკენდანი ჰარისის ფესტივალით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“    სასულიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ  და ახალგაზრდულ  ცენტრში.   თბილისის  "ჰაიარტუნ" ცენტრის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი  ესტუმრა  რუსთავს. ცენტრის აღსაზრდელების მონაწილეობით წარმოდგენილ იქნა ჰოვანეს თუმანიანის „ბარეკენდანი“.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ყველას მიულოცა ძირითადი ბარეკენდანი, ისაუბრა დღის საიდუმლოს შესახებ და ყველას უსურვა სულიერად გაძლიერებულნი გაიარონ დიდი მარხვის პერიოდი. წინამძღვარმა აკურთხა ჰარისით სავსე ქვაბები და ყველა მიიწვია ჰარისის მისართმევად.  

ძირითადი ბარეკენდანი საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის  „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში. ეპარქიის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა  ცენტრმა მოაწყო ჰარისის ფესტივალი. ფესტივალს ესწრებოდა აჭარაში, გურიასა და იმერეთში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ეღიშე სარგსიანი, მეუღლესთან ერთად. ფესტივალი მიმდინარეობდა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მხიარული სიმღერისა და ცეკვის თანხლებით.     

დღე სადღესასწაულო იყო  ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ აკურთხეს მორწმუნე ქალბატონების მომზადებული ჰარისის ქვაბები დ თიხის   ქოთნები, ჰარისა დაურიგდა ხალხს, წილი გამოუყვეს ასევე სნეულებს და ხანდაზმულებს.

წინა დღეს, 10 თებერვალს, ჰარისის ფესტივალი ჩატარდა შაუმიანსა და სოფელ წითელში. მარნეულის რაიონის შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ და სოფელ წითელის „სურბ ავეტარანჩაც“ ეკლესიებში დილის და საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ გაიმართა ჰარისით გამასპინძლება და საზეიმო ღონისძიება.  

ორივე სოფელშიც დღესასწაულის მისალოცად იყო ჩასული საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი    არტურ სარგსიანი და მრჩეველი არტაკ გრაბსკი, ეპარქიის პერსონალი. ზეიმი ყველგან გვიანობამდე გაგრძელდა.

8 9

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)