1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დასრულდა ჰარისის ფესტივალი, რომელიც მიეძღვნა ძირითად ბარეკენდანს (წინასამარხვო კვირეული) PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 45292018 წლის 11 თებერვალს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრით აღინიშნა  ძირითადი ბარკენდანი. დიდი მარხვის წინა სადღესასწაულო დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში აღევლინა საღმრთო ლიტურგია. ძირითად ბარეკენდანს მიეძღვნა ასევე ჰარისის ერთკვირიანი ფესტივალი, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით, ორგანიზებული იყო საქართველოს  სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის მიერ. თბილისის სომხურ სათვისტომოში  ლამაზ ტრადიციად ქცეული ეს ფესტივალი უკვე მეექვსედ ეწყობა.    ის ყოველწლიურად ფართოვდება და გადაიქცა  ხალხურ ზეიმად, ამჯერად უკვე ეპარქიალურ ღონისძიებად იქცა, რომლის დროსაც მოხდა ხალხური კერძით საყოველთაო გამასპინძლება.A1

ძირითადი ბარეკენდანის წინა კვირის განმავლობაში ჰაირისის ფესტივალები მოეწყო საქართველოს სომხებით დასახლებულ უამრავ რაიონსა და სოფელში. ჯავახეთში გამასპინძლება ყველგან მიმდინარეობდა „ვაჩიან“ ეთნოგრაფიული ანსამბლის (ხელმძღვანელი: ნასლეთ ქეჰიანი) და „ნაირი“ ცეკვის ანსაბლის (ქორმაისტერი ლუსინე მზიკიანი) შესრულებული სიმღერისა და ცეკვის თანხლებით.   

11 თებერვალს გაიმართა ფესტივალის შემაჯამებელი ეტაპი და ის ნამდვილ დღესასწაულად   გადაიქცა  ეპარქიის ეკლესიების ეზოებში და მისი ეგიდით მოქმედ  IMG 4633ცენტრებში.

თბილისში დილიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მიიჩქაროდნენ ქალბატონები, რომელთაც მოჰქონდათ ჰარისით სავსე ქვაბები. ფესტივალში მონაწილეობდა თბილისის სომხური სათვისტომოს ყველა სტრუქტურა, „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირი, ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ სიმღერის გუნდი, „ტარონ“ და „ვანქ“ ანსამბლები, დოლის და დუდუკის წრეები, „შუშანიკ“ კავშირის წევრები, უამრავი მოხალისე.    IMG 4634

დარბაზში ხალხმრავლობა იყო. დარბაზის სიგრძით  ეწყო  მაგიდები, ორმოცდაათამდე ჰარისით სავსე ქვაბით და   თიხის ქოთნით, რომელთაც ამშვენებდნენ სომეხი ქალბატონები, დღის შესაფერისი ჩაცმულობით.   

ჰარისის  დღესასწაულს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, გამგებლის მოადგილე    გიორგი IMG 4660რჩეულიშვილი, ისნის რაიონის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ქალაქის საკრებულოს,  სახალხო დამცველის აპარატის  წარმომადგენლები, და სტუმრები.

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი მოსული იყო   მეუღლესა და  საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, მოტანილი ჰქონდათ თავიანთი მომზადებული ჰარისა.  

ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ღონისძიება გახსნა საქართველოს  სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა, მან ხაზი გაუსვა ტრადიციული ღონისძიების მიზანს - დიდი მარხვისIMG 4682 წინა დღის დღესასწაულთან - ძირითად ბარეკენთანთან ჰარმონიით, დაიცვან და  და თაობებს გადასცენ ეს სომხური კერძი, ხალხური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, ასევე აღნიშნა ჰარისის საიდუმლო, რომელიც დაუკავშირა მუსას მთის გმირულ თავდაცვას.       

გამომსვლელებმა დამსწრეებს მიულოცეს მშვენიერი დღესასწაული, უსურვეს სულითა და სხეულით განმტკიცებულები დიდი მარხვის გრძელი გზის გავლა.   საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა დალოცა ჰარისით სავსე ქვაბები და დაიწყო გამასპინძლება.

დარბაზში მხიარული სიმღერა და მუსიკა გაისმა. ერთი მეორის მიყოლებით გამოვიდნენ სოლისტები, დოლისა და დუდუკის წრეები. ათასამდე ადამიანმა მიირთვა ნაკურთხი კერძი, მიაწოდეს IMG 4700ასევე სნეულებს და ხანდაზმულებს.   

ძირითადი ბარეკენდანი ჰარისის ფესტივალით და ხალხური დღესასწაულით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალქალაქის ‘სურბ ხაჩ“ და ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიებში,    ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანც“,  რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“,   ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“  სასულიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრებში.  გვიანობამდე ყველგან ტრიალებდა ძირითადი ბარეკენდანის და სურნელოვანი ჰარისის ბოძებული მხიარული განწყობა.   

საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ“  კავშირი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს,   საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს და  მღვდელმსახურებს,  საქართველოში სომხეთის საელჩოს, კომპანიას „ბებოს ლავაში",  "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიის ჯვრის ნათლია კარენ   სარგსიანს, ინდივიდუალურ ქველმოქმედ   ლევონ მხითარიანს და სხვა ქველმოქმედებს, ჰაირის  ფესტივალის განხორციელების მხარდაჭერისათვის.

111 1 2 axalqalaq 3 ninocmindai nyut

4 5

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)