წმინდა ვარდანანც - ვარდან მამიკონიანის და მისი თანამოაზრეების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
წმინდა ცერემონიას ესწრებოდნენ სულიერი დასი და დიაკვნები, თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, მორწმუნეები. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის საელჩოს მწირველი იყო ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ვირაპ ღაზარიანი. მწირველმა მღვდელმა და სულიერმა მსახურებმა ლოცვა აღავლინეს საკათედრო ტაძრის წმინდა ვარდანანც სახელობის სკინიაში. წირვის დროს ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით შესრულდა პანაშვიდის წესი - „სომეხი ერის მიცვალებულთა მოსახსენიელებლად“. მამა ვირაპმა სათანადოდ იქადაგა სომეხი მხედართმთავრების და მათი თანამებრძოლების შესახებ, რომლებიც მთელს ერთან ერთად იბრძოდნენ რწმენისა და სამშობლოსათვის. „ვარდანი და მისი თანამებრძოლები სულია, ძალა და მეხსიერება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ისინი წმინდანები არიან. მათი სახელებით და მფარველობით დღესაც ვაშენებთ ჩვენს მომავალს“, - აღნიშნა ქადაგებაში სულიერმა მამამ და ხაზი გაუსვა პატრიოტიზმის, რწმენის ერთგულების თვისებებს, რომლებსაც განასახიერებდნენ დიდი მხედართმთავარი ვარდანი და მისი თანამოაზრეები. მწირველმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა მორწმუნეებს მოუწოდა ერთგულნი იყონ წმინდა წმიდა ვარდანის და მისი თანამებრძოლების დღესასწაული ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსი უწმინდესის და უნეტარესის, გარეგინ მეორის სახელობითი დღეა. ამასთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიის ბოლოს შესრულდა საპატრიარქო ლოცვა. ერთობლივი ლოცვა აღავლინეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსატის სიმტკიცისა და გაბრწყინებისთვის, უწმინდესისა და უნეტარესის დღეგრძელობისა და ნაყოფიერი კათოლიკოსობისთვის. აკურთხა რა მორწმუნეები და სასულიერო პირები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ წმინდა ვარდანანც დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში. |