1geo

fb you od

მარნეულის რაიონის სოფელ ახქორფიში ჰარისის ფესტივალი - 2018 დაიწყო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოს სომეხთა ეპარქიაში კეთილ  ტრადიციადაა ქცეული ძირითადი ბარეკენდანის (წინასამარხვო კვირის) ჰარისის ფესტივალით აღნიშვნა. ტრადიცია წელსაც იქნება დაცული, ამჯერად უფრო ფართომასშტაბიანად და მრავალფეროვნად.

2018 წლის 4 თებერვალს, საქართველოს  სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით და თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის კანდელაკის, ღირსი მღვდლის მანუკ ზეინალიანის მხარდაჭერით და მფარველობით, ჰარისის ფესტივალი დაიწყო მარნეულის რაიონის სომხებით დასახლებულ საზღვრისპირა 27503993სოფელ ახქორფიში.

ჯერ კიდევ წინა დღეს, მამა მანუკ ზეინალიანი, მეუღლესთან,  საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის აქტიურ წევრთან, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მასწავლებელთან, ანი ზეინალიანთან ერთად, გაემგზავრა სოფელში.

27624662აქ გათენებამდე ქალბატონი ანის ხელმძღვანელობით, ადგილობრივ ქალბატონებთან ერთად, მომზადდა ჰარისა (ხორბლითა და ხორცით დამზადებული კერძი).

სოფლის ცენტრში შეკრებილნი იყვნენ ადგილობრივები, დიდი თუ პატარა. წინასადღესასწაულო ჩოჩქოლი იყო. ქალები ურევდნენ ცეცხლზე დამდგარ ჰარისას, მამაკაცები ცეცხლს ადევნებდნენ თვალყურს, აწყობენ მაგიდებს, ასაკოვნები კი იხსენებენ მუსალერის მკვიდრთა ჰარისას.  

დილით, 1861 წელს აგებულ „სურბ ასტვაწაწინ“ სამლოცველოში სანთლების დანთების და 27625307ლოცვის შემდეგ, ახქორფელებს შეუერთდნენ თბილისიდან ჩასული „შუშანიკ“ კავშირის წევრები და ეპარქიის თანამშრომლები.  

შეკრებილ  საზოგადოებას მიმართვა და იქადაგა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, ისაუბრა ძირითადი ბარეკენდანის შესახებ და ყველას მიულოცა ჰარისის დღესასწაული. საქართველოს  სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა, ისაუბრა ჰარისის ფესტივალის ისტორიაზე,    სომხური ეროვნული სამზარეულოს, როგორც   ეროვნული კულტურის ნაწილის შენარჩუნებისა და განახლების, ქრისტიანული დღესასწაულების თავიანთი ტრადიციებით და წეს-ჩვეულებებით აღნიშვნის და თაობებისთვის გადაცემის საჭიროებაზე. იმედი გამოთქვა, რომ ძირითადი ბარეკენდანის ჰარისის ფესტივალით აღნიშვნის ჩვეულება დამტკიცდება ამ სოფელშიც.  

ადგილობრივების სახელით სოფლის მერმა გიგოლ ათაბეკიანმა მადლობა გადაიხადა თავიანთი ცხოვრების გამოცოცხლებისთვის. მან აღნიშნა, რომ ცენტრიდან შორს მდებარე და უამრავი 27628582პრობლემის მქონე სოფელში დადებითისკენ ყოველი ძვრა იმედის მომცემია, სოფლიდან მიგრაციის შემზღუდველი.  

ერთად აღევლინა საუფლო ლოცვა, შემდეგ მამა მანუკმა აკურთხა მარილი და ჩაყარა ჰარისით სავსე უზარმაზარ ქვაბებში. სოფლის ქალბატონებსა და გოგონებს შეუერთდნენ თბილისიდან ჩასული ქალბატონები და დაიწყო ჰარისით გამასპინძლება.

ყველა კარგ  განწყობაზე იყო, სოფლის მაცხოვრებლები მიირთმევდნენ ცხიმიან და გემრიელ სომხურ ეროვნულ კერძს.   

ფაქტით კმაყოფილები იყვნენ თბილისიდან ჩასული სტუმრები, ადგილობრივები - ამ მოპყრობით ენთუზიაზმით აღსავსე, გრძნობენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მუდმივ ყურადღებას სოფლის მიმართ და სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე, 300 წლის ისტორიის მქონე,  ძნელად მისასვლელი გზით, ცენტრიდან მოშორებული ამ 27709817სოფლიდან ჰარისის ფესტივალის დაწყებით.   ჰარისა გაეგზავნათ სნეულებს და ასაკოვანებს, მამა მანუკი მწოლიარე ავადმყოფებს პირადად  ეწვია, ჰარისა მიუტანა და გამოჯანმრთელების ლოცვა აღავლინა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა    მადლიერება გამოუხატეს სულიერ მამასა და მის მეუღლეს ამ საზეიმო დღისთვის. ადგილობრივებიც გაუმასპინძლდნენ ჩასულ სტუმრებს.  

ჰარისის ფესტივალი საეპარქიო ღონისძიებაა, ერთკვირიანი ხანგრძლივობით, 4-11 თებერვალს ღონისძიებები ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო    ქართლის რეგიონებში და საქართველოს სომხებით დასახლებულ სხვა ადგილებში. 11 თებერვალს, ძირითადი ბარეკენდანის დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ცენტრში გაიმართება ფესტივალის დასკვნითი დღესასწაული.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)