1geo

fb you od

სომხური არმიის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის "სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 3 თებერვალს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის  "ალექსანდრე მანთაშიანცის“ სახელობის   საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა ეპარქიის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სომხური არმიის ხელახალი ფორმირების 26-ე წლისთავს.DSC 3235

დარბაზი გაფორმებული იყო სადღესასწაულოდ, ღონისძიება ორგანიზებული იყო გააზრებულად და საინტერესოდ. იგი მიეძღვნა ჯარის ცხოვრებას და ჯარისკაცის მსახურს, რაც ძალზედ ლამაზად    წარმოადგინეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და მათმა მასწავლებლებმა.

ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო აჭარაში, გურიასა და იმერეთში   სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბატონმა სარგსიანმა, DSC 3243მეუღლესთან ერთად.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

ბავშვების ზეიმის საყურებლად იყვნენ მოსული სათვისტომოს წარმომადგენლები, სამრევლო საბჭოს წევრები,  ცენტრის სხვადასხვა ჯგუფების აღსაზრდელები, მშობლები, სტუმრები.   ღონისძიება გახსნა და დამსწრეებს მიესალმა "ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრის ხელმძღვანელი სონა ჰოვანისიანი.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, მასწავლებლებთან ერთად, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა და სომეხი ჯარისკაცის  მუდმივი მზადყოფნით  შთაგონებულებმა,  დამსწრეები  ნამდვილად გადაანაცვლეს სომხურ მებრძოლ არმიაში, ჯარისკაცის ყოველდღიურობის წარმოდგენით. ის ყოველი სომეხი ახალგაზრდისთვის იწყება ჯარში გაწვევით, სამშობლოსა და ხალხის მსახურებისDSC 3324 ფიცით, მშობლების მონატრებით,    მამაცი და მედეგი ქცევით,  მშობლიურ სახლში მამაკაცურად და ამაყად დაბრუნდით.

ღონისძიება იქცა სომხური არმიის დღისადმი მიძღვნილ ნამდვილ აღლუმად, ჰარმონიულად შერწყმული პატრიოტული, საბრძოლო,    სიყვარულისა და ნოსტალგიის სიმღერებით და ცეკვით. ამ აღლუმის ჯარისკაცები საბავშვო ბაღის   4-6 წლის აღსაზრდელები იყვნენ, სამხედრო მოსამსახურეები - მათი მასწავლებლები.    საოცარი იყო ის თავდაჯერებულობა, სამსახიობო სწორი თამაში, რაც მონაწილეთა მიერ გამოიხატა სიტყვით, მხატვრული კითხვით და დამოკიდებულებით.

ღონისძიების დასასრულს აჭარაში, გურიასა და იმერეთში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბატონმა ეღიშე სარგსიანმა ისაუბრა სომხური არმიის ხელახალი ფორმირების ისტორიაზე,  კმაყოფილება გამოთქვა საბავშვო ბაღის პედაგოგების მიმართ, აღსაზრდელების პატარა ბაგეებით სომხურ არმიაში მსახურების მზაობის და სიამაყის DSC 3284გამოხატვისთვის.  ბატონმა კონსულმა დამსწრეებს მიულოცა სომხური არმიის დღე.  

დამსწრეები აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და ცენტრის აღსაზრდელებს და პერსონალს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და კეთილი სურვილები. ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ცენტრის ხელმძღვანელის, სონა ჰოვანისიანის და საბავშვო ბაღის მასწავლებლების შესრულებულ სამუშაოს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრი ნამდვილად ემსახურება თავის მისიას.  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მონაწილე ბავშვებს ტკბილეული მიართვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს,  მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანს აჭარაში შესრულებული   პასტორალური ვიზიტის დროს თან ახლდნენ DSC 3267საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების დირექტორი კარენ ერიციანი და წინამძღვრის თანაშემწე დიაკვანი გევორგ ანტონიანი.

იმავე დღეს "ალექსანდრე მანთაშიანცის" სახელობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,     ვაზგენ მირზახანიანის, დელეგაციის წევრების და ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის, „სურბ მესროპ მაშტოც“ საკვირაო სკოლის და ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მასწავლებლებთან.  

ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა წარმოადგინა ცენტრის მასწავლებლების სამუშაო, დეტალურად ისაუბრა საბავშვო ბაღის და საკვირაო სკოლის საქმიანობაზე, რომელიც მიმდინარეობს ეპარქიის პროგრამასთან ჰარმონიაში, ღონისძიებები კი - გამომდინარეობს ადგილობრივი ინტერესებიდან, მოთხოვნებიდან და გეგმის მიზნებიდან.

ცენტრის სამუშაო შეაფასა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა  მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. მან ხაზი გაუსვა სულიერ აღზრდას, რასაც აქ იღებენ ცენტრის აღსაზრდელები, სომხური სულისკვეთებით აღზრდის ერთ-ერთ კომპონენტად.   

გამოვიდნენ ცენტრის მასწავლებლები და ეპარქიის განათლების განყოფილების გამგე,  საინტერესო საუბარი გაიმართა გეგმების დამუშავების, სიახლეების დანერგვის, ცენტრის საქმიანობის DSC 3339წინსვლის შესახებ.    

შეხვედრა შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მეუფე ვაზგენმა თავისი კმაყოფილება გამოუხატა მასწავლევლებს, რომლებიც სიყვარულით   და ერთგულებით თავიანთ ფესვებს დაშორებულ  ბათუმელ სომხებს აბრუნებენ ეროვნულისკენ, აძლევენ მრავალმხრივ აღზრდას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ალექსანდრე მანთაშიანცის“ სახელობის ცენტრში მოქმედი საბავშვო ბაღი, საკვირაო სკოლა და შემოქმედებით ჯგუფები   აშკარად ემსახურება დასახულ მიზანს - ბათუმლების აღზრდას სომხური იდენტობის შენარჩუნების სულისკვეთებით.

ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქმიანობის ახალი მიზნები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)