1geo

fb you od

მხიარული ზეიმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1თბილისის # 202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებთან საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილებას აკავშირებს რამდენიმე წლის მეგობრობა, 1რაც ყოველწლიურად მყარდება და ღრმავდება ახალგაზრდა მოხალისეების ვიზიტებით. ასეთი ურთიერთობების მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უფართოვდებათ 2მეგობრების წრე, იძენენ ახალ მეგობრებს.

2018 წლის 23 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილებამ გამართა მორიგი მეგობრული ვიზიტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სკოლა-პანსიონში, ამჯერად საკონცერტო პროგრამით და საზეიმო ტორტით. ვიზიტი ინიცირებული იყო განყოფილების მიერ, მოსამზადებელი სასწავლო პროგრამების მოხალისე სტუდენტების მხარდაჭერით და აქტიური მონაწილეობით.3

ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, კოორდინატორის, ნინა სეროპოვას, ოპერატორ-ფოტოგრაფის, გევორგ პოღოსოვის და მუსიკალური გამფორმებლის, სერგეი არუთუნიანის თანხლებით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები ეწვივნენ სკოლა-პანსიონს.

4სკოლის მოსწავლეები სტუმრებს დახვდნენ დიდი სიხარულით, იმღერეს, დაუკრეს.

დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს და მშობლებს სომხური და ქართული სიმღერებით მიესალმა ახლად შექმნილი "ჰაიარტუნ ბენდი“, დუდუკის და დოლის წრის აღსაზრდელები, სოლისტები ანა ბადალიანი, ანი ჰოვანისიანი და ჯგუფური შემსრულებლები დონარა არსენიანი და სერგო ნაზაროვი.5

ახალგაზრდებმა სკოლის 7-დან 20 წლის 50-მდე აღსაზდელს დაურიგეს საჩუქრები, გაუმასპინძლდნენ თავიანთი მიტანილი ტკბილეულით, ხილით და „ჰაიარტუნ“ წარწერიანი გემრიელი ტორტით.

ზეიმის დასასრულს სკოლის დირექტორმა ხათუნა ჯალაღონიამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივას, მადლობა გადაუხადა კონცერტისთვის, განსაკუთრებით სომხური სიმღერის მოსმენის შესაძლებლობის მიცემისთვის, რომელიც მიენიჭა სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, 6ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მსგავსი ურთიერთობები საინტერესოსა და მხიარულს ხდის მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, ინფორმირებულს ხდის გარემოს შესახებ.

დირექტორმა წარმოადგინა აღსაზრდელების ყოველდღიურობა ამ სკოლაში, სადაც ისინი სწავლობენ ბრაილის შრიფტს, კომპიუტერის გამოყენებას, ეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომლითაც ხდება მათი ინტეგრირება სამოქალაქო საზოგადოებაში.

სტუმრები დაჰპირდნენ ხელსაყრელ შემთხვევებში გაიმეორონ ვიზიტები და გააქტიურონ კომუნიკაცია სკოლის აღსაზრდელებთან.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)